მოამზადეთ ბავშვებისთვის საყვარელი ჟელიბონი საშინაო პირობებში

3599

ყველა ბავშვს უყვარს ჟელიბონი. მშობლებს ეს მიაჩნიათ, რომ ეს ტკბილეული ყველაზე უვნებელია, მაგრამ ისინი ძალიან ცდებიან, რადგან მაღაზიაში შეძენილ ჟელიბონებში ქიმიურ საღებავებს იყენებენ. სწორედ ამიტომ, უმჯობესია, თუ ამ ტკბილეულს პატარებს სახლში მოუმზადებთ.

ჟელიბონები

სახლში მომზადებული ჟელიბონი არაფრით განსხვავდება მაღაზიაში ნაყიდისგან. ისინი მაგარი, ელასტიურია და რაც მთავარია, არ შეიცავს დანამატებს.

ჟელიბონის სპეციალური ფორმები შეგიძლიათ შეიძინოთ ჩინურ მაღაზიაში, ან ინტერნეტ მაღაზიიდან გამოიწეროთ.

ინგრედიენტები

  • 240 მლ კენკრის ან ხილის წვენი
  • 20 გრ ჟელატინი ან აგარ-აგარის ფხვნილი
  • შაქარი ან თაფლი გემოვნებით

ჟელატინი აუცილებლად ხარისხიანი უნდა იყოს, სასურველია იგი იყოს გამჭვირვალე ფირფიტისებრი, ან სწრაფად ხსნადი ფხვნილისებრი.

მომზადების წესი 

1. ჟელატინს ან აგარ-აგარის ფხვნილს დაასხით 2 ს.კ. ცივი წვენი და გააჩერეთ, რომ გაღვივდეს.

2. დარჩენილ წვენს დაუმატეთ შაქარი ან თაფლი და მოადუღეთ, შემდეგ კი დაუმატეთ ჟელატინი. ფრთხილად მოურიეთ და გადმოგით ცეცხლიდან.

3. ცხელი მასა ჩაასხით ფორმებში და შეინახეთ საყინულეში 15-20 წუთით. როდესაც ჟელიბონები საყინულის თაროზე მიეკრობა, ფორმიდან მათი ამოღება გაგიჭირდებათ. ამიტომ, მოათავსეთ ჟელიბონიანი ფორმა ქვაბში, დაახურეთ თავსახური და შეინახეთ მაცივარში.

გემრიელად მიირთვით!

იმისათვის, რომ მათი მომზადება უფრო გაგიადვილდეთ, უყურეთ ვიდეოს.