მერინგის რულეტი ბოშა ქალის რეცეპტით. ნამცხვრის „პავლოვა“ გემო აქვს, მხოლოდ უკეთესია

427

მერენგზე დაფუძნებული მარწყვის რულეტი ნაზი კარაქი–ხაჭოს კრემით დედოფლის ღირსი დესერტია. პირველად მეგობართან სტუმრად ყოფნისას მივირთვი და სახლში რეცეპტის გარეშე ვერ წავედი. მეგობარმა მითხრა, რომ ეს სასწაული დესერტის „პავლოვა“ ინტერპრეტაციაა და სახელი ბალერინას საპატივცემულოდ უწოდეს. შემადგენლობით „პავლოვას“ ჰგავს, მაგრამ აქ მერენგით ცხვება ჰაეროვანი ფირფიტა, რომელსაც შემდეგ კრემი უნდა წაუსვათ და ნაზად დაახვიოთ.

თავად პავლოვას ძაღლის ასოცირება მაქვს: დესერტის დანახვაზე ნერწყვები მომდის, როგორც ძაღლს ანთებული ნათურების დანახვაზე. სილამაზე ღვთაებრივია, ხოლო გემო – თითებს ჩაიკვნეტთ! ჩაიწერეთ რეცეპტი!

რულეტი მარწყვით

მერენგის ინგრედიენტები:

  • 10 ქათმის კვერცხი
  • 300 გ შაქრის ფხვნილი
  • 1 პაკეტი ვანილი
  • 2 ს/კ სიმინდის სახამებელი
  • 1 მწიკვი მარილი
  • 1 ს/კ ლიმონის წვენი

კრემის ინგრედიენტები:

  • 250 მლ ცხიმიანი ნაღები
  • 50 გ შაქრის ფხვნილი
  • 1 პაკეტი ვანილი
  • 350 გ ხაჭო ნაღებით

შიგთავსის ინგრედიენტები:

  • 100 გ მარწყვი
  • 20 გ შავი შოკოლადი

მომზადების წესი:

1. ღუმელი 140-150 გრადუსამდე გასახურებლად ჩართეთ. კვერცხის ცილები გულებისგან დააცალკევეთ. აკონტროლეთ, რომ ჭურჭელი არა მხოლოდ სუფთა, არამედ მშრალი იყოს. კვერცხის ცილებს დაუმატეთ შაქრის ფხვნილი, მწიკვი მარილი და 1 პაკეტი ვანილი.

2. დაბალ სიჩქარეზე მიქსერით ათქვეფეთ, თანდათან სიჩქარე გაზარდეთ. 10 წუთი სქელი მყარი ქაფის მიღებამდე ათქვეფეთ. ლიმონის წვენი დაუმატეთ და 2 წუთი ათქვეფეთ. ათქვეფილ მასას დაუმატეთ სახამებელი და მსუბუქი მოძრაობით ერთიანი მასის მიღებამდე აურიეთ.

3. საცხობ ფორმას დააფარეთ ხარისხიანი პერგამენტის ქაღალდი, რომელსაც ცხიმის წასმა არ სჭირდება. ცილოვანი მასა საკონდიტრო ტომარაში გადაიტანეთ. ათქვეფილი კვერცხის ცილები პერგამენტზე საკონდიტრო ტომრით გადაანაწილეთ, რომ 1 მმ სისქის მართკუთხა ფირფიტა მიიღოთ.

4. მერენგი გახურებულ ღუმელში მოათავსეთ და 35-40 წუთი აცხვეთ. ღუმელში ტემპერატურა 150 გრადუსს არ უნდა აღემატებოდეს. მზა ფენა ღუმელიდან გამოიღეთ და გადმოაბრუნეთ. პერგამენტი ფრთხილად მოაშორეთ, რომ მერენგი არ დაიფშვნას. გაცივებამდე გააჩერეთ.

რულეტის გაფორმების წესი

5. თასში ჩაასხით ნაღები, დაუმატეთ შაქრის ფხვნილი, ვანილი და 1 წუთი ათქვეფეთ. ხაჭო დაუმატეთ და 1 წუთი ათქვეფეთ, რომ ნაზი ერთიანი კრემი მიიღოთ. მარწყვი ნაჭრებად დაჭერით. 2–3 ცალი გასაფორმებლად გადადეთ.

6. ცივ მერენგის ფირფიტას კრემი წაუსვით. ცოტა კრემი გასაფორმებლად დაიტოვეთ. კიდეში კრემის ფენა უფრო თხელი უნდა იყოს.

7. დაჭრილი მარწყვი თანაბრად გაანაწილეთ. პერგამენტით, რომელზეც მერენგი დევს, რულეტი ფრთხილად დაახვიეთ.

8. დარჩენილი კრემი საკონდიტრო ტომარაში გადაიტანეთ და დესერტი ზემოდან ლამაზად გააფორმეთ. მარწყვი ფირფიტებად დაჭერით და რულეტი გააფორმეთ, კრემზე ორიგინალურად დააწყვეთ. შოკოლადი გახეხეთ ან წყლის ორთქლზე გაადნეთ, შემდეგ დესერტი ქაოსურად გააფორმეთ.

რულეტი მოსახერხებელი თეფშით სუფრაზე გაიტანეთ. პორციებად დაჭერით, რომ ყველა სტუმარმა მისი დახვეწილი სილამაზით ტკბობა შეძლოს. ასეთი საოცარი დესერტის მომზადება გამოუცდელ დიასახლისსაც შეუძლია!