მარჯვე დიასახლისი სრულფასოვან კერძს ქილაში ამზადებს. გაცხელება საკმარისია

42

ჩემს ქმარს ცხელი კერძის გარეშე ცხოვრება არ შეუძლია. მეც ვმუშაობ, ამიტომ რაღაც ახლის მოსამზადებლად დრო ყოველთვის არ მაქვს. სწორედ ამიტომ, სადილი ქილაში შეუცვლელია. ერთ ჯადოსნურ ქილაში ყველაფერია: მარცვლეული, ბოსტნეული და ხორცი. გააცხელე და ცხელი სადილი მაგიდაზეა. ვფიქრობ, ბევრ დიასახლისს გამოადგება. Gastronomia.ge–ს რედაქცია გიამბობთ, როგორ მოხუფოთ სრულფასოვანი სადილი ქილაში ლილია ცვიტის რეცეპტით.

ინგრედიენტები 0,5–ლიტრიანი ქილისთვის:

  • 70 გ ქერის ბურღული
  • 100 გ ხორცი
  • 0,25 წიწაკა
  • 0,5 ხახვი
  • 0,5 სტაფილო
  • 1 ჩ/კ მარილი
  • 0,5 ჩ/კ წიწაკის მარცვლები
  • 1 დაფნის ფოთოლი

მომზადების წესი

1. ინგრედიენტები ერთ ქილაზეა მითითებული, მაგრამ ერთდროულად 6 ქილა შეგიძლიათ გააკეთოთ. ინგრედიენტების რაოდენობა გამოთვალეთ იმის მიხედვით, რამდენს ამზადებთ. სუფთა ქილები აიღეთ. თითოეულის ძირში დაფნის ფოთოლი და წიწაკის მარცვლები ჩაყარეთ.

2. ხორცი პატარა ნაჭრებად დაჭერით. ნებისმიერი ხორცი შეგიძლიათ გამოიყენოთ. ღორის ხორცი უფრო ნოყიერია. ხორცის ნაჭრები ქილაში ჩააწყვეთ. ზემოდან მარილი დაუმატეთ.

3. სტაფილო რგოლებად დაჭერით, ხახვი – ნახევარ რგოლებად, ხოლო წიწაკა – ზოლებად. ბოსტნეული ხორცს ზემოდან დაუმატეთ. თუ ხახვი არ გიყვართ, მეტი სტაფილო დაუმატეთ. ბოსტნეულის კომბინაცია შესანიშნავია, ასე ფაფა ძალიან გემრიელი გამოდის.

4. ზემოდან ქერის ბურღული მოაყარეთ.

ცივი წყალი დაასხით ისე, რომ ქილის კიდიდან 1,5 სმ დარჩეს. ზემოდან თავსახური დაახურეთ, მაგრამ არა ჰერმეტულად. ცივ ღუმელში მოათავსეთ. ღუმელი 200 გრადუსზე ჩართეთ. როცა ქილაში ნარევი ადუღდება, ტემპერატურას 160 გრადუსამდე დაუწიეთ. 2 საათით მოშუშეთ. მზა კონსერვი ღუმელიდან გამოიღეთ, ჰერმეტულად მოხუფეთ და გადააბრუნეთ. ოთახის ტემპერატურაზე გააგრილეთ. სახლის კონსერვი მზადაა.

კონსერვი უნივერსალურია. ძალიან მოსახერხებელია, რადგან ცივიც გემრიელია. უფრო გემრიელი გამოვა, თუ გააცხელებთ ან ცხელ წყალს დაასხამთ. გახსოვდეთ, რომ ზუსტად ისე ინახება, როგორც მოშუშული ხორცის კონსერვი. მაცივარში 6 თვე და გრილ ოთახში 3 თვე შეგიძლიათ შეინახოთ. უფრო მაღალ ტემპერატურაზე 1 თვეზე დიდხანს არ შეინახოთ.