მარწყვის ნაყინი სახლის პირობებში

372

ყველაფერი უმარტივესია მთავარია მოინდომოთ და გულით მოამზადოთ. სახლში მომზადებული ნაყინი არ შეიცავს კონსერვანტებს და საღებავებს. ბავშვებს ძალიან მოსწონთ ასეთი დესერტი.

ინგრედიენტები

  • მარწყვი 350გ
  • შაქარი 50გ
  • ლიმონი 0,5 ცალი
  • ნაღები 200მლ
  • იოგურტი 125მლ

მომზადება

1.გარეცხეთ და გაასუფთავეთ მარწყვი. რამოდენიმე ცალი გადაინახეთ, ხოლო დანარჩენი დაჭერით.

2.კენკრა მოათავსეთ ქვაბში, დაუმატეთ შაქარი და ლიმონის წვენი. მოათავსეთ დაბალ ცეცხლზე და მოხარშეთ 10 წუთი ადუღების შემდეგ, რეგულარულად ურიეთ.

3.მარწყვი გადაასხით ქილაში ან ბლენდერის ჭიქაში და ათქვიფეთ ფაფის კონსესტენციის მიღებამდე. დაუმატეთ მარწყვის იოგურტი და მოურიეთ.

4.დაჭერით კენკრა და გადაანაწილეთ ფორმაში. ჩაასხით 33% ამოფუებილი ნაღები და მოასხით მარწყვის მასას.

5.ნაღების მასა მოათავსეთ ფორმაში და გააგრილეთ 5 საათი.

გემრიელად მიირთვით!