მარწყვის ნამცხვარი ქოქოსით

880

კენკრის სამყაროს დედოფალი მარწყვი, დესერტებს ძალიან უხდება. მარწყვის ნამცხვარი კრემით და ქოქოსით – აუცილებლად უნდა გასინჯოთ.

ამ დესერტის მომზადება უმარტივესად შეგიძლიათ. აუცილებლად გამოიყენეთ ახალი პროდუქტები.

ინგრედიენტები

  • არაჟანი 300გ
  • კარაქი 100გ
  • შაქარი 250გ
  • გამაფხვიერებელი 1 ჩაის კოვზი
  • ხორბლის ფქვილი 270გ
  • კვერცხი 3 ცალი
  • ვანილი 10გ
  • სახამებელი 1 სუფრის კოვზი
  • მარწყვი 600გ
  • გახეხილი ქოქოსი 50გ

მომზადება

1.გამღვალ კარაქს დაუმატეთ 100გ არაჟანი, 100გ შაქარი, გამაფხვიერებელი და ფქვილი. მოზილეთ ცომი.

2.გამოსაცხობ ფორმას წაუსვით ზეთი. გადაანაწილეთ ცომი თანაბრად.

3.ცალკე ჯამში მოათავსეთ 200გ არაჟანი, კვერცხი, შაქარი, ვანილი და სახამებელი.

4.ფორმაში მოათავსეთ მარწყვი და მოასხით თხევადი კრემი. მოაყარეთ ქოქოსი.

5.გამოაცხეთ 180 გრადუსზე 40 წუთ.

გემრიელად მიირთვით!