მარგარინი თუ კარაქი: რომელი გამოვიყენოთ ცომეულში

398

გამოუცდელი დიასახლისები რეცეპტს, ყველა რეკომენდაციას და პროპორციას მკაცრად იცავენ. აი, მათ, რომელთაც მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ, შეუძლიათ ინსტრუქციას გადაუხვიონ. ვიცი, რომ ბევრი ერთ ინგრედიენტს მეორეთი ცვლის. ხშირად ჩანაცვლება კერძის ხარისხზე გავლენას არ ახდენს, ზოგჯერ აუმჯობესებს. თუ ფიქრობთ, კარაქი თუ მარგარინი, სიფრთხილე გამოიჩინეთ.

ხშირად ძვირადღირებული კარაქი ბიუჯეტური მარგარინით შეგიძლიათ შეცვალოთ. ზოგჯერ ასეთი ჩარევა კერძზე ნეგატიურად მოქმედებს. შედეგად პროდუქტი ფუჭდება და დრო იკარგება, ხოლო სანუკვარი პეროგი არ გვაქვს. Gastronomia.ge–ს რედაქცია გიამბობთ, შეიძლება თუ არა კარაქის მარგარინით ჩანაცვლება.

მარგარინი თუ კარაქი: რა ავირჩიოთ

პირველ რიგში, უნდა გაარკვიოთ, რა განსხვავებაა კარაქსა და მარგარინს შორის. კარაქი რძის ნაღებისგან კეთდება. ხოლო მარგარინი მცენარეული ცხიმისგან მზადდება. თითქოს დიდი განსხვავება არაა: ორივეგან ცხიმია, მაგრამ არა ცალკეულ შემთხვევაში.

იყენებთ კარაქს ცომისთვის, რომელიც უნდა ამოვიდეს, ფორებიანი და ჰაეროვანი იყოს? მარგარინით თამამად ჩაანაცვლეთ. ასე ცომს მეტი შანსი აქვს. გარდა ამისა, მარგარინი ფენოვანი ცომეულისთვის შესაფერისია.

თუ პეროგს ან ორცხობილას ფხვიერი ცომით ამზადებთ, კარაქი მარგარინით არ შეცვალოთ. ასეთი ცომი ბევრი ცხიმით მზადდება. აქ მარგარინი შეუფერებელია. გარდა ამისა, ცხიმიანი კარაქი კრემისთვის უნდა გამოიყენოთ. არ დაზოგოთ პროდუქტი, რადგან მასზე თქვენი კერძის გემო დამოკიდებულია.

მარგარინი ფენოვანი ნაწარმისა და ამოსასვლელი ცომისთვის შესანიშნავი იდეაა. ფხვიერი ცომეულისთვის და კრემისთვის ცხიმიანი კარაქი გამოიყენეთ. ეს წესები დაიმახსოვრეთ, რომ თქვენი ცომეული გემრიელი და ლამაზი იყოს!