მარგარინის ან კარაქის შესაფუთ ქაღალდს არასდროს ვყრი. პერგამენტის ან საცხობი ხალიჩის ნაცვლად ვიყენებ

219

ბოლოს ბაქოს კურაბიე ბავშვობაში ვჭამე. კლასიკური აზერბაიჯანული ორცხობილა თითქმის ნებისმიერ ტკბილეულის მაღაზიაში იყიდებოდა. პრინციპში ახლაც შეგიძლიათ იყიდოთ. რა საჭიროა ამის გაკეთება, თუ შეგიძლიათ გემრიელი ტკბილეულობა თავად მოამზადოთ? მეუღლის გახარება გადავწყვიტე და უმარტივესი რეცეპტი ვიპოვე. გიზიარებთ გამოცდილებას.

ბაქოს კურაბიე

გაფრთხილებთ: ჩემი ბაქოს კურაბიე ბევრად გამარტივებულია. კლასიკური ყვავილის ფორმის ორცხობილა რომ გააკეთოთ, საკონდიტრო ტომარა სპეციალური საცმით გჭირდებათ. შეგიძლიათ საცმი 6B გამოიყენოთ. პირადად, ცომი ყოველგვარი საცმის გარეშე მოვამზადე.

ინგრედიენტები:

  • 120 გ კარაქი
  • 60 გ შაქრის ფხვნილი
  • 1 კვერცხი
  • 200 გ ხორბლის ფქვილი
  • 0,5 ჩ/კ გამაფხვიერებელი (სურვილისამებრ)
  • მწიკვი მარილი
  • მურაბა ან ჯემი გემოვნებით

მომზადების წესი:

1. პირველ რიგში, ინგრედიენტები მოამზადეთ. კარაქს დრო სჭირდება, რომ კარგად დარბილდეს. კვერცხი ოთახის ტემპერატურის უნდა იყოს. კარაქი 1 წუთით მიქსერით ათქვიფეთ. შაქრის ფხვნილი, მარილი დაუმატეთ და კიდევ რამდენიმე წუთით ათქვიფეთ, სანამ არ გაღიავდება. ამ ეტაპზე ღუმელი 190 გრადუსზე ჩართეთ.

2. კარაქს კვერცხი დაუმატეთ და კიდევ 3 წუთით ათქვიფეთ, რომ ინგრედიენტები ერთგვაროვან მასად გაერთიანდეს. რამდენიმე ეტაპად გაცრილი ფქვილი დაუმატეთ და ცომს აურიეთ. მთავარია, რომ ინგრედიენტები გაერთიანდეს. დიდხანს მოზელა საჭირო არაა, წინააღმდეგ შემთხვევაში ორცხობილა ფხვიერობას დაკარგავს. ფქვილთან ერთად გამაფხვიერებელი შეგიძლიათ დაუმატოთ, მაგრამ აუცილებელი არაა.

3. მზა ცომი საკონდიტრო ტომარაში გადაიტანეთ. იდეალურია, თუ ვარსკვლავიან საცმს გამოიყენებთ, რომ ორცხობილას ყვავილის ფორმა ჰქონდეს. თუ არ გაქვთ, საცხობ ფორმაზე მის გარეშეც შეგიძლიათ გადაიტანოთ. ცომი წრიულად დაასხით, მოცულობითი გააკეთეთ. შიგნით თითით ჩააღრმავეთ, რომ მურაბა ჩადოთ. ცომი თითზე რომ არ მიგეკვრათ, წყალში დაისველეთ. საცხობ ფორმას წინასწარ საცხობი ხალიჩა დააფინეთ. თუ არც საცხობი ხალიჩა და არც პერგამენტის ქაღალდი გაქვთ, კარაქის ან მარგარინის რამდენიმე შეფუთვა შეგიძლიათ გამოიყენოთ. ასე დედაჩემი აკეთებს.

4. თითოეულ ორცხობილას შუაში ცოტა მარწყვის მურაბა დაუმატეთ. ეს საკონდიტრო ტომრით გააკეთეთ. თუ არ გაქვთ, კოვზით სცადეთ.

5. ბაქოს კურაბიე მაქსიმუმ 10-12 წუთით უნდა გამოაცხოთ. თქვენს ღუმელს დააკვირდით. ამის შემდეგ ორცხობილას კარგად გაგრილება აცადეთ.

როგორც კი, ორცხობილას მომზადებას დაიწყებთ, ღუმელი თამამად ჩართეთ. ის შემთხვევა არაა, როცა ცომი შეგიძლიათ გააჩეროთ და არაფერი დაემართება. თუ კარაქი ძალიან გადნება, კურაბიე ფხვიერი არ გამოვა.

ორცხობილის ცენტრისთვის შიგთავსი ნებისმიერი გამოგადგებათ. ჩემს შემთხვევაში მარწყვის მურაბა მქონდა. გაყინული კენკრის ვარიანტი შესანიშნავია. საკმარისია, რომ ჟოლო ან მარწყვი შაქართან ერთად მოხარშოთ და დააბლენდეროთ.