მან სპაგეტი კექსის ფორმებში მოათავსა. შედეგად, კი ეს შესანიშნავი კერძი მიიღო

1370

ძნელია ისეთი ადამიანს პოვნა, რომელსაც სპაგეტი არ უყვარს. ძალიათ ხშირად შეხვდებით მას სამზარეულო მაგიდაზე. არსებობს სპაგეტის მომზადების უამრავი ვარიანტი.

ჩვენ შესანიშნავ რეცეპტს გაგიზიარებთ. რაც მთავარია, ეს კერძი არ საჭიროებს ბევრ ძალისხმევას და ძვირადღირებულ ინგრედიენტებს.

აიღეთ კექსის ფორმები და მოამზადეთ მაფინები სპაგეტისგან. რა შემიძლია გითხრათ – იდეალური ვარიანტი ორიგინალური ვახშმისთვის.

მასალები:

  • სპაგეტი – 250 გ
  • მყარი ყველი – 100 გ
  • კარაქი – 50 გ
  • ტომატის სოუსი- 0.5 ჭიქა
  • ზეითუნის ზეთი – 2 ს.კ.
  • ხორცის ბურთულები – 12 ცალი
  • შავი წიწაკა გემოვნებით
  • იტალიური მწვანილი – 1 კონა

 

მომზადება:

1. ჩაყარეთ სპაგეტი წყლიან ჭურჭელში და დადგით ცეცხლზე.

2. დაასხით ზეითუნის ზეთი მზა სპაგეტში და აურიეთ კარგად. ჩაყარეთ შავი პილპილი და იტალიური მწვანილი.

3. დაუმატეთ ნახევარი ყველი, სასურველია თუ იქნება პარმეზანი, მაგრამ თუ არ გაქვთ, მაშინ შეგიძლიათ ნებისმიერი ყველი გამოიყენო.

4. აიღეთ კექსის ფორმები, ძირზე წაუსვით კარაქი და მასში მოათავსეთ უკვე მომზადებული სპაგეტი.

5. თითოეულ ფორმაში ჩადებულ სპაგეტს მოასხით ტომატის პასტა.

6. ზემოდან დაადეთ ხორცის ბურთულები. შეგიძლიათ გამოიყენოთ ქათმის ხორცი.

7. ზემოდან კიდევ დაუმატეთ ტომატის პასტა.

8. მოაყარეთ ყველი და 15 წუთით შედგით ღუმელში, 180 გრადუსზე.

9. კერძი გააფორმეთ მწვანილით.

თუ საღამოს მოამზადეთ ჩვეულებრივი სპაგეტი და კიდევ დაგრჩათ, აუცილებლად სცადეთ ამ კერძის მომზადებაც. რეცეპტი აუცილებლად გაუზიარეთ თქვენს მეგობრებს.