მანდარინის მოყვარულებმა აუცილებლად უნდა ჩაინიშნონ ეს რეცეპტი

229

ეს რეცეპტი მათთვისაა, ვისაც არ უყვარს სამზაეულოში ფუსფუსი და კერძების მომზადება. მარტივია და ძალიან ორიგინალური რეცეპტი მინდა გასწავლოთ დღეს.

ინგრედიენტები

  • მანდარინი 340გ
  • მანანის ბურღული 90გ
  • თაფლი 3 სუფრის კოვზი
  • მზესუმზირის ზეთი 1 სუფრის კოვზი
  • გახეხილი ქოქოსი გემოვნებით

მომზადება

1.გაასუფთავეთ მანდარინი და დააბლენდერეთ. მიღებული მასამოათავსეთ ქვაბში, დაუმატეთ მანანის ბურღული, თაფლი. მოამზადეთ დაბალ ცეცხლზე შესქელებამდე.

2.ფორმაში ჩააფინეთ ქაღალდი და წაუსვით ზეთი.

3.თანაბრად გადაანაწილეთ მანდარინის მასა, დააფარეთ თავდაფარი და შეინახეთ საყინულეში 4 საათი.

4.დაჭერით და მოაყარეთ ქოქოსი.

გემრიელად მიირთვით!