მანგოსა და “ამარეტი”-ს პარფე – ფენებიანი ფრანგული დესერტი

1175

ტრადიციულად, ფრანგული ტერმინი parfait გამოიყენებოდა გაყინული დესერტის აღსანიშნავად. დღესდღეობით, განსაკუთრებით ჩრდილოეთ ამერიკაში, ის აღნიშნავს ნაღებით, ნაყინით ან არომატიზებული ჟელატინით მომზადებულ ფენოვან დესერტს, რომელსაც ემატება შემდეგი ინგრედიენტები: გრანოლა, ნიგოზი ან თხილი, იოგურტი, ვაჟინი, ლიქიორი და ახალი ხილი. როგორც წესი, პარფე მზადდება მაღალ, გამჭვირვალე ჭიქებში, რათა ფენები გამოჩნდეს.

ინგრედიენტები:

  • 400 გ ახალი მანგო, გათლილი და მსხვილად დაჭრილი
  • 2 სუფრის კოვზი მარაკუიას რბილობი, გაწურული
  • 1 ლაიმის ახალგამოწურული წვენი
  • 300 მლ ცხიმიანი ნაღები
  • 2 სუფრის კოვზი შაქრის პუდრი
  • 120 გ იტალიური ნამცხვარი “ამარეტი”
  • 50 გ ნუშის ფანტელი, ოდნავ მოხალული

ულუფა: 4

მომზადება: 15 წუთი + 4 საათი გასაცივებლად

დონე: 1

მომზადების წესი: 

  1. მანგო, მარაკუიას რბილობი და ლაიმის წვენი ბლენდერში ათქვიფეთ. ეს პიურე გადაიტანეთ საშუალო ზომის თასში.
  2. პატარა თასში მიქსერით, მაღალი სიჩქარით ათქვიფეთ ნაღები და შაქრის პუდრი. პიურეს ნახევარი 4 მაღალ ჭიქაში გაანაწილეთ. თავზე მოაწყვეთ ნამცხვრები და დაუატეთ ათქვეფილი ნაღები. ეს პროცესი კიდევ გაიმეორეთ ასეთი თანმიმდევრობით: ხილის პიურე, “ამარეტი”, ნაღები. მორთეთ ნუშის ფანტელებით.
  3. თავდახურული გააცივეთ მაცივარში 4 საათი.

გემრიელად მიირთვით!