მადისაღმძვრელი შოკოლადის მედოკის რეცეპტი

863

მახსოვს, ბავშვობაში, არცერთი დღესასწაული არ ჩაივლიდა შოკოლადის მედოკის გარეშე, რომელსაც დედაჩემი არაჟნის კრემით ამზადებდა. ეს უგემრიელესი დესერტი ჩვენი ოჯახის ყველა წევრს ძალიან გვიყვარდა.

დღეს სწორედ შოკოლადის მედოკის რეცეპტს გაგიზიარებთ, მერწმუნეთ, ეს შესანიშნავი ნამცხვარი თქვენი სადღესასწაულო სუფრის მთავარი დესერტი იქნება. რეცეპტი უმარტივესია და ამაში თქვენც დარმწუნდებით.

ინგრედიენტები

  • 5 ც კვერცხი
  • 470 გრ შაქარი
  • 30 გრ კაკაოს ფხვნილი
  • მწიკვით მარილი
  • 100 გრ შავი ქლიავი
  • 20 გრ კარაქი
  • 5 ს.კ. თაფლი
  • 300-350 გრ ხორბლის ფქვილი
  • 1 ჩ.კ. გამაფხვიერებელი
  • 600 გრ არაჟანი
  • 100 გრ გარგარის ჩირი

მომზადების წესი

1. იმისათვის, რომ მოამზადოთ მედოკი შავი ქლიავით, შეურიეთ ერთმანეთს ფქვილი, კაკაო, გამაფხვიერებელი და მარილი.

2. ცალკე ათქვიფეთ კვერცხი 270 გრ შაქართან ერთად, სანამ შაქრის კრისტალები მთლიანად არ დაიშლება.

3. კვერცხის მასას დაუმატეთ თაფლი და განაგრძეთ ათქვეფა, თანდათან დაუმატეთ ფქვილის მშრალი ნაზავი და მოზილეთ ცომი.

4. საცხობ ლანგარზე წაუსვით კარაქი, გადაიტანეთ მასზე ცომი და გამოაცხვეთ 180 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში 40-50 წუთით.

5. მსხვილად დაჭერით შავი ქლიავი და გარგარის ჩირი. ათქვიფეთ არაჟანი 200 გრ შაქართან ერთად.

6. როდესაც ბისკვიტი გაცივდება, აიღეთ საცხობი ლანგრიდან და გაყავით 3-4 ფენად.

7. ფენებს წაუსვით კრემი და დაალაგეთ მასზე შავი ქლიავი და გარგარის ჩირი.

შესაძლოა ბევრმა იფიქროს, რომ მედოკი არაჟნის კრემით ზედმეტად უბრალო დესერტია, მაგრამ ამ ნამცხვრის სულ პატარა ნაჭერიც კი შეუცვლის წარმოდგენას ყველაზე ცნობილ სკეპტიკოსს. უფრო იდეალური გემოსთვის, შეგიძლიათ ბერძნული კაკალიც დაუმატოთ ნამცხვარს.

გემრიელად მიირთვით!