ლოქო ქინძმარში – ნამდვილი ქართული რეცეპტი

5404

ლოქოს როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში სხვადასხვაგვარად ამზადებენ. განსაკუთრებით პოპულარულია პატარა ლოქო, რომელსაც სხვადასხვა დიალექტზე “ღლავს” ეძახიან და განსაკუთრებულად გემრიელ თევზად მიიჩნევენ.

ლოქო ქინძმარში

ინგრედიენტები:

  • ლოქოს ფილე – 220 გ
  • ქინძი – 50 გ
  • ძმარი – 50 მლ
  • ნიორი – 1- 2 კბილი
  • დაღერღილი წიწაკა და მარილი გემოვნებით

მარინადისთვის:

  • დაფნა – 2 გ
  • ბაჰარი – 10 გ
  • წყალი – 2 ლ
  • მარილი – 50 გ

მომზადების წესი:

  1. მოამზადეთ მარინადი. წყალში ჩაყარეთ ბაჰარი, დაფნა და მარილი. როდესაც წყალი ადუღდება, ჩადეთ ლოქოს ფილე და ადუღეთ 5-7 წუთი. ამოიღეთ ლოქო საწურზე, ცალკე გადაწურეთ ნახარში და შეინახეთ.
  2. პარალელურად დაჭერით ქინძი, დაამატეთ ნიორი და დაღერღილი წიწაკა. გახსენით ეს მასა 1 ლიტრ თევზის ნახარშში, დაამატეთ ძმარი და დაასხით ლოქოს. სურვილის შემთხვევაში, დაამატეთ მარილი გემოვნებით. მზა კერძი შედგით მაცივარში და კარგად გაცივების შემდეგ მიირთვით.