ლობიოს სალათი ნიგვზით – დახვეწილი გემო

1200

ჩვენ მივეჩვიეთ, რომ სალათებში აუცილებლად უნდა იყოს ხორცი, თევზი, კვერცხი ან ყველი. გემრიელი და ნოყიერი კერძის მომზადება ამ ინგრედიენტების გარეშეც არ არის პრობლემა. ბოლო დროს ხშირად ვამზადებ ლობიოს სალათს – ვეგეტარიანელებისთვის ძალიან კარგი ვარიანტია.

ამ სალათის მოსამზადებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერი მწვანილი. ძალიან უხდება კამა, ოხრახუში, სალათის ფოთოლი, ისპანახი და რუკოლა. ლობიოც შეგიძლიათ კონსერვირებული გამოიყენოთ.

ინგრედიენტები

  • ლობიო 1 ჭიქა
  • პომიდორი 2 ცალი
  • ბულგარული წიწაკა 0,5 ცალი
  • მწვანილი
  • ნიგოზი
  • ნიორი 1 კბილი
  • ზეითუნის ზეთი 4 სუფრის კოვზი
  • მარილი და შავი დაფქული წიწაკა

მომზადება

1.წინასწარ დაალბეთ და მოხარშეთ ლობიო. მზა პროდუქტი ჩაყარეთ ჯამში და დაუმატეთ პომიდორი.

2.ბულგარული წიწაკა დაჭერით კუბიკებად, დაჭყლიტეთ ნიორი და დააქუცმაცეთ მწვანილი. დაუმატეთ ინგრედიენტები სალათს ნიგოზთან ერთად.

3.მოასხით ზეითუნის ზეთი, მოაყარეთ მარილი და წიწაკა.

სალათი ნიგვზით, ნივრით და ლობიოთი მზად არის. ძალიან მადისაღმძვრელად გამოიყურება!

გემრიელად მიირთვით!