ლობიოს გუფთა, რომლის მომზადებასაც ნებისმიერი თქვენგანი შეძლებს

2479

დღეს ჩვენი რედაქცია გასწავლით ერთ – ერთი სასარგებო კერძის მომზადებას. ლობიოს გუფთის ორი შესანიშნავი რეცეპტი თქვენს ხელთაა.

ინგრედიენტები:

  • ლობიო 500 გ
  • ხახვი 2-3 თავი
  • ნიგოზი 100 გ
  • ქინძი 60 გ
  • პიტნა 30 გ
  • ყვითელი კოჭა 1 ჩაის კოვზი
  • ზეთი ან ერბო 5 სუფრის კოვზი
  • ლობიოს ნახარში 0,5 ლ
  • წიწაკა და მარილი გემოვნებით

მომზადების წესი:

  1. ხმელი ლობიო მოვხარშოთ და გადავწუროთ.
  2. მარცვლები გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში და კარგად ავზილოთ.
  3. შევაზავოთ ზეთში ან ერბოში მოშუშული დაკეპილი ხახვით, წვრილად დაჭრილი ქინძით, პიტნით, შავი პილპილით, დაფქული ყვითელი კოჭით და მარილით.
  4. გავაკეთოთ პატარა გუნდები, ამოვავლოთ ხორბლის ფქვილში და შევწვათ ცხიმში.
  5. შემწვარი ცხელი გუფთები ჩავალაგოთ ღრმა ჭურჭელში, ზემოდან მოვასხათ ცხელი საწებელი და მოვაყაროთ დაჭრილი ახალი კამა.

საწებლის მომზადება:

წვრილად დაჭრილი ხახვი მოვშუშოთ ზეთში. დავუმატოთ ხორბლის ფქვილი და გავაგრძელოთ მოშუშვა. დავუმატოთ ნელ-ნელა  მორევით ლობიოს ნახარში, ღვინის ძმარი, შავი პილპილი, დანაყილი ნიგოზი, დაკეპილი ახალი ქინძი, მარილი და ვადუღოთ 5 წთ. საწებელი მზადაა.

მეორე ვარიანტი 

ინგრედიენტები:

  • ლობიო 500 გ
  • ნიგოზი 100-150 გ
  • მიხაკ-დარიჩინი 1 ჩაის კოვზი
  • ქინძის მარცვლები 2 ჩაის კოვზი
  • ხახვი 1-2 თავი
  • ნიორი 2-3 კბილი
  • ქინძი და ოხრახუში 30-30 გ
  • მარილი გემოვნებით

მომზადების წესი:

  1. ხმელი ქინძის მარცვლები, ნიგოზი და მიხაკ-დარიჩინი დავნაყოთ მშრალ როდინში.
  2. შემდეგ ჩავანაყოთ წვრილად დაჭრილი ნიორი და ხახვი.
  3. გადმოვიღოთ ჯამში, მოვზილოთ ენერგიულად, გამოვხადოთ ნიგვზის ზეთი და ცალკე მოვათავსოთ ფინჯანზე.
  4. ხორცსაკეპში გატარებული ლობიოს ავურიოთ საკაზმი, მოვამზადოთ პატარა გუნდები და დავაწყოთ თეფშზე.
  5. ზემოდან დავასხათ ნიგვზისგან გამოხდილი ზეთი.
  6. თეფშის ნაპირებზე შემოვალაგოთ დაჭრილი ახალი ქინძი და ოხრახუში.

გემრიელად მიირთვით!