ლიმონის ნამცხვარი “მადეირა” – კუნძულ მადეირადან მოპოვებული რეცეპტი

2132

ლიმონის “მადეირა” ტრადიციული ბრიტანული ნამცხვარია, მას XVIII საუკუნიდან აცხობენ. ამბობენ, რეცეპტი კუნძულ მადეირადან არისო. სინამდვილეში, ნამცხვარს “მადეირა” იმიტომ შეარქვეს, რომ ხშირად მას იმავე სახელწოდების ღვინოსთან ერთად მიირთმევენ. შევუდგეთ მის მომზადებას.

ინგრედიენტები:

ბისკვიტისთვის:

  • 120 გ (3/4 ჭიქა) თეთრი ფქვილი
  • 2 ჩ.კ გამაფხვიერებელი
  • 50 გ (1/2 ჭიქა) წვრილად გახეხილი ნუში
  • 180 გ (3/4 ჭიქა) მარილიანი დარბილებული კარაქი
  • 150 გ (3/4 ჭიქა) შაქარი
  • 1 ჩ.კ ლიმონის წვრილად  გახეხილი ცედრა
  • 1/2 ჩ.კ დაფქული დარიჩინი
  • 3 კვერცხი
  • 60 მლ (1/4 ჭიქა) ახალგამოწურული ლიმონის წვენი

დაშაქრული ლიმონისთვის:

  • 100 გრამი (1/2 ჭიქა) რაფინირებული შაქარი
  • 60 მლ (1/4 ჭიქა) წყალი ნახ. ლიმონი თხლად დაჭრილი

ლიმონის მინანქრისთვის: 

  • 225 გ (1-1/2 ჭიქა ) შაქრის პუდრი
  • 1-2 ს.კ ახალგამოწურული ლიმონის წვენი

მომზადების წესი:

  1. ბისკვიტი: ღუმელი წინასწარ გაახურეთ 170 C გაზქურა 3)-ზე. კვადრატულ ფორმას (20 სმ) მთელ ზედაპირზე წაუსვით კარაქი. ძირსა და გვერდებზე პერგამენტის ქაღალდი დაუფინეთ.
  2. ფქვილი, გამაფხვიერებელი და ნუში ჯამში კარგად ურიეთ.
  3. კარაქი, შაქარი, ლიმონის ცედრა და დარიჩინი მიქსერით საშუალოზე მაღალი სიჩქარით ისე ათქვიფეთ, რომ კრემისებური მასა მიიღოთ. შემდეგ სათითაოდ შეათქვიფეთ კვერცხები. მიქსერი დაბალ სიჩქარეზე გადაიყვანეთ და თანდათან შეურიეთ ფქვილი და ლიმონის წვენი.
  4. ცომი ფორმაში კოვზით გადაიტანეთ და თავი კოვზითვე მოუსწორეთ.
  5. აცხვეთ 40-50 წუთი. შეამოწმეთ. ხის ჩხირი ცენტრში ჩაარჭვეთ და თუ არაფერი ამოჰყვა, ბისკვიტი მზად არის. 5 წუთი ფორმაში დატოვეთ, როცა გაგრილდება, ცხაურზე გადააბრუნეთ და ბოლომდე გააცივეთ.
  6. დაშაქრული ლიმონი: შაქრის პუდრი და წყალი სახელურიან მომცრო ჯამში მოათავსეთ და 2-3 წუთი დაბალ ცეცხლზე შაქრის გადნობამდე ურიეთ. დაუმატეთ ლიმონი და წამოადუღეთ, პერიოდულად ურიეთ, ვიდრე სიროფი გასქელდება და ლიმონი გამჭვირვალე გახდება. გადმოდგით და გააცივეთ.
  7. ლიმონის მინანქარი: ჩაყარეთ პატარა ჯამში შაქრის პუდრი, დაასხით ახალგამოწურული ლიმონის წვენი. ათქვიფეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. მოასხით ნამცხვარს, დატოვეთ 1 საათი, რათა შესქელდეს.
  8. ნამცხვარი მორთეთ დაშაქრული ლიმონის ნაჭრებით. დაჭერით და სუფრაზე მიიტანეთ.