ლავაში, ფარში და სოუსი – საოცარი კერძი მთელი ოჯახისთვის!

869

ერთი შეხედვით მარტივი ინგრედიენტებისგან, განუმეორებელი კერძის მომზადება შეიძლება.

ინგრედიენტები

  • ლავაში
  • 0,5კგ ქათმის ფარში
  • 1 ტკბილი წიწაკა
  • 1 ხახვი
  • 2 კბილი ნიორი
  • 2 პომიდორი
  • 1 ჭიქა პომიდვრის წვენი
  • მწვანილი, მარილი, სანელებლები, წიწაკა თქვენი გემოვნებით

მომზადება

  1. გარეცხეთ ბოსტნეული და გაასუფთავეთ. წვრილად დაჭერით ხახვი, გრძლად დაჭერით წიწაკა, მსხვილად გახეხეთ სტაფილო, პომიდორი დაჭერით კუბიკებად.
  2. წვრილად დაჭერით მწვანილი და ნიორი. დაუმატეთ ფარშს და მოურიეთ.
  3. მოაყარეთ წიწაკა, სანელებლები, მარილი და ისევ მოურიეთ.
  4. ტაფაზე დაასხით ზეთი, გაააცხელეთ, მოათავსეთ ხახვი და სტაფილო, ხოლო მათი დარბილების შემდეგ წიწაკა.
  5. დაუმატეთ პომიდორი და მოურიეთ.
  6. მოასხით პომიდვრის წვენი. მოაყარეთ მარილი, წიწაკა და დაასხით ცოტა წყალი, მოთუშეთ თავდახურულ მდგომარეობაში დაბალ ცეცხლზე 15 წუთი.
  7. ლავაშზე მოათავსეთ ფარში, თანაბრად გადაანაწილეთ. დაახვიეთ რულეტისებურად და დაჭერით.
  8. აიღეთ ფორმა და მასში მოათავსეთ შემწვარი ბოსტნეულის ნახევარი, ზემოდან რულეტი და ისევ ბოსტნეული. მოასხით სოუსი.
  9. ფორმას დააფარეთ ფოლგა და გამოაცხვეთ 30 წუთი 180 გრადუსზე. ამ დროის სემდეგ მოახსენით ფოლგა და გამოაცხვეთ დამატებით 10 წუთი.

გემრიელად მიირთვით!