ლავაშის ღვეზელი ქათმის ფილეთი და ყველით

1955

თხელი ლავაშების შეკვრა ჩემს სამზარეულოში მუდამ არის, რადგან ჩემი ოჯახის წევრებს ძალიან უყვართ ლავაშისგან მომზადებული ხემსები. მასში როგორი შიგთავსიც არ უნდა გაახვიო,მუდამ უგემრიელესი კერძი გამოდის. ღუმელში გამომცხვარი ყველიანი ლავაში შესაძლოა არ მოგეჩვენოთ რაიმე განსაკუთრებულად, მაგრამ ჩვენს შემთხვევაში ჩვეულებრივი მაგარი ყველის ნაცვლად ბრინზა გამოვიყენეთ.

გარდა ამისა, ყველით ლავაშის ფენას მთლიანად არ ავსებთ, არამედ, ჰყოფთ მართკუთხედებად. თითოეული უნდა დაახვიოთ რულეტად, შემდეგ კი მოასხათ განსაკუთრებული სოუსი. ლავაში ქათმის ფილეთი და ყველით – უგემრიელესი კერძია.

ინგრედიენტები

  • 1 ც ლავაში
  • 300 გრქათმის ფილე
  • 100 გრ კიტრის მწნილი
  • 100 გრ ბრინზა
  • 0,5 კონა კამა
  • 0,5 კონა მწვანე ხახვი
  • 5 კვერცხი
  • 100 მლ რძე
  • მარილი გემოვნებით
  • პილპილების ნაზავი

მომზადება

  1. დაჭერით ლავაშის ფენა რამდენიმე მართკუთხედად.
  2. მოხარშეთ ქათმის ფილე და დააქუცმაცეთ.
  3. დაჭერით კიტრის მწნილი და ბრინზა.
  4. აიღეთ ლავაშის ნაჭრები, მოათავსეთ ქათის ფილე, ყველი, კიტრი. დაახვიეთ რულეტად, კუთხეები ღიად დატოვეთ. მოათავსეთ საცხობ ფორმაში ერთმანეთთან მყარად.
  5. ათქვიფეთ კვერცხი და რძე, დაუმატეთ სუნელები, მარილი. მოასხით სოუსი ლავაშს.
  6. შედგით 220 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 20 წუთით. მოაყარეთ დაჭრილი მწვანილი.

ლავაშის მომზადების ეს რეცეპტი ძალიან ადვილია, კერძი კი უგემრიელესი და მადისაღმძვრელი გამოდის. ლავაში ძალიან რბილია, შგითავსი – ნაზი. მოამზადეთ რაიმე მსუბუქი ბოსტნეულის სალათი და დატკბით გემრიელი ვახშმით. გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!