კრეპი “სუზეტი” – მსუბუქი დესერტის იდეალური ვარიანტი განსაკუთრებული საუზმისთვის

1704

როგორც ამბობენ, ეს რეცეპტი შემთხვევით გამოიგონა ფრანგმა მზარეულმა ანრი შარპანტიემ (იმ დროს 14 წლის იყო), როდესაც უელსის პრინც ედვარდისთვის კრეპებს ამზადებდა. დესერტის მომზადებისას კრეპებს ცეცხლი მოეკიდა, მზარეულმა გაიფიქრა, შევრცხვიო, მაგრამ როცა გასინჯა, მიხვდა, რომ ახალი და საუცხოო რეცეპტი შექმნა. “სუზეტი” დესერტს პრინცის სტუმრის  პატივსაცემად უწოდეს.

ინგრედიენტები: 

კრეპი:

  • 1 ფინჯანი ფქვილი
  • მწიკვი მარილი
  • 4 დიდი კვერცხი
  •  2 ფინჯანი (250 მლ) რძე
  • 90 გ კარაქი

გულსართი: 

  • 9 სუფრის კოვზი ფორთოხლის ლიქიორი “გრან მარნიე”
  • 12 ნატეხი შაქარი
  • 1 ფორთოხალი
  • 1 ლიმონი
  • 125 გ კარაქი
  • 1 ფინჯანი (250 მლ) ახალგამოწურული ფორთოხლის წვენი, გაწურული
  • 1 სუფრის კოვზი წმინდად გახეხილი ფორთოხლის ცედრა
  • 4 სუფრის კოვზი შაქარი, მოსაყრელად

ულუფა: 6

მომზადება: 30 წუთი + დრო პრეპების გამოსაცხობად

დონე: 2

მომზადების წესი: 

  1. მოამზადეთ კრეპის ცომი, შეურიეთ 1 სუფრის კოვზი ფორთოხლის ლიქიორი და გამოაცხვეთ 12 ცალი და თბილ ღუმელში შეინახეთ.
  2. შაქრის ნატეხები ფორთოხალსა და ლიმონს შეურიეთ და 15 წუთი დატოვეთ, რომ შაქარი ციტრუსის არომატით გაიჟღინთოს.
  3. დაბალ ცეცხლზე სქელძირიანი ქვაბით შემოდგით კარაქი, შაქრის ნატეხები, ფორთოხლის წვენი, ფორთოხლისა და ლიმონის ცედრა, სანამ შაქარი რ გადნება.
  4. წუთის შემდეგ დაუმატეთ 4 სუფრის კოვზი ფორთოხლის ლიქიორი.
  5. კრეპები ამ ნაზავში დაასველეთ. ოთხად გაკეცეთ და დაალაგეთ ცეცხლგამძლე თეფშზე.
  6. მოაყარეთ შაქარი და მოასხით მორჩენილი 4 კოვზი ლიქიორი. ფრთხილად მოუკიდეთ ცეცხლი და ასე ალმოდებული მიიტანეთ სუფრაზე.