კოტორი – უგემრიელესი თუშური ხაჭაპური

კოტორი – თუშური ხაჭაპურია. კოტორის გული მზადდება ერბოში აზელილი ხაჭოსაგან. ვინაიდან ხაჭო ბევრს არ უყვარს კოტორის გულსართი  ყველით ჩავანაცვლეთ. კოტორის ცომი ძალიან თხელი და სიფრიფანა უნდა იყოს.

ინგრედიენტები:

  • ფქვილი – 1 კგ
  • სოდა – 1 ჩაის კოვზი
  • წყალი – 0,5 ლ
  • ყველი – 1 კგ
  • ერბო – 300 გ

მომზადების წესი:

  1. ჯამში ჩავყაროთ ხორბლის ფქვილი, შევურიოთ სოდა. შემდეგ ფქვილი ჩავაღრმავოთ შუაში, ჩავასხათ ოდნავ მარილიანი, ნელ-თბილი წყალი და მოვზილოთ რბილი ცომი.
  2. ცომი შევფუთოთ და დაახლოებით 1 სთ დავდგათ თბილ ადგილას.
  3. გამზადებული ცომი გავანაწილოთ სასურველი ზომის გუნდებად.
  4. ახლად ამოყვანილი, უმარილო ყველი (სურვილისამებრ შეიძლება ხაჭოც) ავსრისოთ ხელით ერბოში.
  5. ცომის გუნდა გავაბრტყელოთ, შუაში ჩავდოთ ყველი. მოცულობით ყველი ცომს უნდა აღემატებოდეს. პირი მოვუკრათ და გავაბრტყელოთ მაქსიმალურად.
  6. გაბრტყელებული ცომი დავდოთ ცხელ ტაფაზე. ერთი გვერდი რომ შეიწვება, გადმოვატრიალოთ და ზემოდან წავუსვათ ერბო.
  7. შესაბამისად მეორე გვერდასც, როცა გამოცხვება, გადმოვაბრუნებთ და წავუსვამთ ერბოს. კოტორი უნდა იყოს შეძლებისდაგვარად სიფრიფანა.