კოტორი – თუშური ხაჭაპური. ხაჭოსა და ერბოს იდეალური ნაზავი

2585

კოტორი თუშური ხაჭაპურია, რომელსაც გულსართად კალტ-ერბო აქვს – ერბოში გადაზელილი ხაჭო. ხაჭოს პატარა კვერებად აშრობენ, სპეციალურ ხურჯინებში ინახავენ და შემდეგ სხვადასხვა კერძში  იყენებენ ან, უბრალოდ, მშრალად მიირთმევენ.

ინგრედიენტები:

ცომისთვის:

  • ფქვილი – 500 გ
  • მარილი – 12 გ
  • წყალი – 300 მლ

გულსართისთვის:

  • ხაჭო ან კალტ-ერბო – 1 კგ
  • ერბო – 150 გ
  • მარილი გემოვნებით

მომზადების წესი:

  1. ფქვილი ჩაყარეთ ღრმა თასში, დაამატეთ მარილი და დაასხით წყალი. მოზილეთ ერთგვაროვანი ცომი. ამოაგუნდავეთ და დატოვეთ თასში ოთახის ტემპერატურაზე (ზემოდან მშრალი ტილო გადააფარეთ ). 1 საათის შემდეგ ცომი მსუბუქად გადაზილეთ და ორ თანაბარ ნაწილად გაყავით. გულსართისთვის ხაჭო, ერბო და მარილი გადაურიეთ ერთმანეთში.
  2. თითოეული ცომის გუნდა ხელისგულის მსუბუქად დაწოლით უმნიშვნელოდ გააბრტყელეთ. ზედ დადეთ წინასწარ მომზადებული, გუნდად შეკრული ხაჭოს გულსართი. მოუკარით ცომს თავი და ნაზად, ძალიან თხლად გააბრტყელეთ. გაბრტყელებული ცომი დადეთ უცხიმო ტაფაზე და საშუალო ცეცხლზე ორივე მხრიდან გამოაცხვეთ. ახლად გამომცხვარს ორივე მხარეს წაუსვით ერბო ან კარაქი (თქვენი გემოვნებით).

გემრიელად მიირთვით!