კომბოსტოს მწნილის, ღორის ნეკნებისა და ხორბლის წვნიანი: უგემრიელესი კერძი დასავლეთ უკრაინიდან

1326

ამბობენ, რომ კომბსტოს მწნილისა და ხორბლის წვნიანი უკრაინულ სოფლიდააა წარმოშობით. თითქოსდა, უბრალო ღარიბი გლეხი მას ამზადებდა სხვადასხვა პროდუქტებისგან. „გასტრონომია“ ამ მოსაზრებას არ ეთანხმება, რადგან ღორის ნეკნები, ტრადიციული ბოსტნეული და სხვადასხვა სანელებლები მდიდრული კერძის ინგრედიენტებია. ხორბალი კი მას ორიგინალურს ხდის.

ყოველ უკრაინელ დიასახლისს თავისი რეცეპტი აქვს, განსაკუთრებული გემოს შესაძენად ყალსუიონითაც ანავლებენ. სამარხვო წვნიანი სოკოთი-საერთოდ ზღაპარი. ჩვენ კი ამ კერძის საუკეთესო რეცეპტი მოვიძიეთ და დღეს სიამოვნებით შემოგთავაზებთ.

ინგრედიენტები

  • 400 გრ ღორის ნეკნები
  • 400 გრ კომბოსტოს მწნილი
  • 0,5 ჭიქა ხორბალი
  • 3 ლ წყალი
  • 2 ც ხახვი
  • 2 ც სტაფილო
  • 50 მლ ზეთი
  • შაქარი გემოვნებით
  • დაფნის ფოთოლი
  • მარილი, პილპილი, კამა გემონებით

მომზადება

  1. მოათავსეთ ნეკნები ღრმა ქვაბში, დაასხით წყალი, აადუღეთ, მოხსენით ქაფი და დაუკელით ცეცხლს.
  2. დაამატეთ გაფცქვნილი ხახვი, დააფარეთ თავსახური. ხარშეთ 1 საათი. შემდეგ დაამატეთ გაფცქვნილი კარტოფილი და კიდევ 30 წუთი ხარშეთ. ამოიღეთ კარტოფილი და ჩანგლით დაჭყლიტეთ.
  3.  დაამატეთ ქვაბში გარეცხილი ხორბალი, დაფნის ფოთოლი, კომბოსტოს მწნილი. ხარშეთ სანამ ხორბალი მზად არ იქნება.
  4. დაჭერით მეორე ხახვი, გახეხეთ სტაფილო. მოთუშეთ ზეთში.

ამოიღეთ ბულიონიდან მთლიანი ხახვი. დაუმატეთ მოთუშული ბოსტნეული, შემდეგ კარტოფილი, დაჭრილი მწვანილი, მარილი, შაქარი, პილპილი გემოვნებით. ხარშეთ რამდენიმე წუთი. შემდეგ აცადეთ კიდევ 20 წუთი.

უკრაინულ წვნიანს არაჟანთან მიირთმევენ. დასავლეთ უკრაინაში ეს კერძი უფრო პოპულარულია, ვიდრე ბორში. ასიამოვნეთ ოჯახის წევრებს საუცხოო წვნიანით, გაუზიარეთ ეს რეცეპტი მეგობრებს!