კლასიკური უნგრული ტორტი “დობოში” ფაფუკი ბისკვიტით და რბილი შოკოლადის კრემით

1456

დობოში ანუ ტორტი დობო, კლასიკური უნგრული ტკბილეულია, რომელიც პირველად 1885 წელს დაამზადეს. ბისკვიტი, შოკოლადის კრემი და კარამელი საუცხოო გემოს კომბინაციას ჰქმნის. მოდით ერთად მოვამზადოთ ეს უნგრული კლასიკა!

ინგრედიენტები: 

ბისკვიტი 

  • 8 კვერცხი (გული და ცილა განცალკევებული)
  • 525 გ შაქრის პუდრი
  • 1 ჭიქა ფქვილი
  • 2 ს.კ. რძე
  • მწიკვი მარილი

კრემი 

  • 300 გ კარაქი ( დარბილებული)
  • 2 კვერცხის გული
  • 2 ს.კ. ყავა “ესპრესო”
  • 1 ჩ.კ ვანილის ექსტრაქტი (ესენცია)
  • 300 გ ტკბილ-მწარე შოკოლადი(გამდნარი)
  • 1/2 ჭიქა შაქრის პუდრი
  • 100 გ შავი შოკოლადი (მსხვილად გახეხილი)

კარამელი 

  • 150 გ შაქარი
  • 2 ს.კ. წყალი
  • 10 მთლიანი ნიგოზი

ულუფა: 10

მომზადება: 1 საათი

ცხობა: 20-30 წუთი

მომზადების წესი:

  1. ბისკვიტი. ღუმელი 180 გრადუსზე გაახურეთ. ტორტის საცხობ ფორმას (23 სმ) ცხიმი წაუსვით და პერგამენტის ქაღალდი ჩააფინეთ.
  2. კვერცხის გული და 3 ჭიქა (450 გ) შაქრის პუდრი 5-10 წუთის განმავლობაში გათეთრებამდე და გასქელებამდე თქვიფეთ. გაცერით ფქვილი, დაამატეთ რძე და ბლენდერში მოათავსეთ.
  3. კვერცხის ცილა და შაქრის პუდრი მიქსერით ათქვიფეთ გამკვრივებამდე.
  4. ბეზე კარაქის კრემში გადაიტანეთ. ცომი მშვიდ ნაწილად გაყავით.
  5. სათითაოდ გამოაცხვეთ 5-7 წუთის განმავლობაში.
  6. წუთით ქვაბში გააჩერეთ და შემდეგ ცხაურზე გადაიტანეთ. მოაშორეთ ქაღალდი და ბოლომდე გააცივეთ. დანარჩენი ექვსი ფენაც ასე გამოაცხვეთ.
  7. კრემი. კარაქი ათქვიფეთ კრემისებური მასისი მიღებამდე. დაამატეთ კვერცხის გულები, ყავა და ვანილი. ეს ყველაფერი შეურიეთ გამდნარ შოკოლადს და ისევ ათქვიფეთ. შაქრის პუდრი გაცერით და ესეც დაამატეთ.
  8. ერთი ფირფიტა თეფშზე გადაიტანეთ, კრემი წაუსვით, დაადეთ მეორე ფირფიტა და ასე ბოლომდე, მხოლოდ ბოლო ფირფიტას არ წაუსვათ კრემი – ის კარამელით  უნდა დაფაროთ, რომელსაც გრძელი  დანით 10 ნაჭრად (სამკუთხედებად) დაჭრით.
  9. კარამელიანი ფენის ქვეშ ფირფიტაზე გახეხილი შოკოლადი გადაანაწილეთ, დაპრისეთ და გაყინეთ.
  10. კარამელი. წყალი და შაქარი ქვაბით ქურაზე დადგით. ადუღეთ შაქრის გადნობამდე, დაახლოებით 3 წუთი.
  11. კარამელი გადანახულ ფირფიტას მოასხით და გადაანაწილეთ ყველა მხარეს. ამის შემდეგ ბასრი, გრძელი დანით 10 ნაჭრად დაჭერით და ნამცხვარზე დაალაგეთ, დაშორებებს შორის დისტანციის დასაცავად ნიგვზის ლებნები  გამოიყენეთ.
  12. დაჭერით და მიირთვით.