კლასიკური ბისკვიტი კვერცხით: ქათქათა ტორტი ბავშვობიდან

497

ბებია ამბობდა: „ყველას შეუძლია კარგი ბისკვიტი გამოაცხოს. აი, ქათქათა და ფაფუკი მხოლოდ ერთეულებს გამოსდის“. მართლაც, ბევრი რეცეპტი გამოვცადე. ზოგი მარტივი იყო, ზოგი რთული, ბევრი ინგრედიენტით და დანამატით. კლასიკური ბისკვიტი კვერცხით, რომლითაც ბებია ამზადებდა, საუკეთესო აღმოჩნდა.

ტორტის საიდუმლო მარტივია: კვერცხის სწორად ათქვეფა ისწავლეთ. პირველ რიგში, კვერცხი ტკბილეულის სიმკვრივესა და სიფაფუკეზეა პასუხისმგებელი. ითვლება, რომ მხოლოდ ცილაზე მომზადებული ბისკვიტი უფრო ჰაეროვანი და ღიაა. ამის მიღწევა მთელი კვერცხითაც შეიძლება. საკმარისია, რომ კვერცხის გულები გამოყოთ და ცილოვან მასას მოგვიანებით დაუმატოთ. ცომეული ცენტრში რომ არ ჩავარდეს, სპეციალური მრგვალი ფორმა შუაში ნახვრეტით გამოიყენეთ.

ინგრედიენტები:

  • 4 კვერცხი
  • 1 ჭიქა ხორბლის ფქვილი
  • 1 ჭიქა შაქარი
  • 20 გ შაქრის ფხვნილი
  • 2 გ ვანილი

მომზადების წესი:

1. კვერცხის ცილები ისე დააცალკევეთ, რომ მათში კვერცხის გულები არ მოხვდეს. მიქსერით მინიმალურ სიჩქარეზე ათქვიფეთ. თანდათან შაქარი და ვანილი დაუმატეთ.

2. როცა კვერცხის ცილები სქელ მასად გადაიქცევა, თითო–თითო კვერცხის გული დაუმატეთ. ათქვეფა არ შეწყვიტოთ. მასა მკვრივი, მაგრამ ოდნავ დამყოლი უნდა გახდეს.

3. გაცრილი ფქვილი ნაწილ–ნაწილ დაუმატეთ და სილიკონის ნიჩბით ფრთხილად აურიეთ. მოძრაობა უნდა იყოს ნაზი, ქვემოდან ზემოთ, რომ მასა არ დაეცეს. ერთგვაროვანი ცომი უნდა მიიღოთ.

4. ცომი ფორმაში ჩაასხით (თუ საჭიროა, კარაქი წაუსვით) და გაათანაბრეთ. 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 20-25 წუთით აცხვეთ. კექსი ფორმიდან ამოიღეთ. გაგრილებას დაელოდეთ და შაქრის ფხვნილი მოაყარეთ.

მხოლოდ 3 ხელმისაწვდომი ინგრედიენტით საოცარი ტკბილეულს მიიღებთ. ბისკვიტის კექსი არა მხოლოდ შაქრის ფხვნილით შეგიძლიათ გააფორმოთ. შოკოლადის ჭიქური მოასხით, ზემოდან კენკრა ან კრემის ყვავილები დააწყვეთ. ასე უბრალო ტკბილეული სადღესასწაულო დესერტად გადაიქცევა.