კიტრის მწნილი ლიმონით – მაცოცხლებელი გემო

955

ყველა დიასახლისს უყვარს ექსპერმიენტების ჩატარება. კიტრის დამწნილება ყველას სხვა და სხვა მეთოდით ეხერხება. შესაბამისად მისი მომზადების უამრავი ახალი იდეა და ვარიაცია იბადება ყოველდღიურად.

ყველაზე მთავარი მარინადის სწორად მომზადებაა. წარმოიდგინეთ: არანაირი ძმარი, რომელიც ბოსტნეულს გემოს შეუცვლის. კიტრი მწნილდება ლიმონის მჟავის ნარევში, მდოგვში, მარილში, შაქარში და წიწაკაში.

ინგრედიენტები

  • კიტრი 1,5კგ
  • შავი წიწაკა 6 ცალი
  • ნიორი 4 კბილი
  • წყალი 1ლ
  • შაქარი 150გ
  • მდოგვი 1 ჩაის კოვზი
  • ლიმონი 20გ
  • კამა
  • ლიმონის მჟავა 1 ჩაის კოვზი
  • მარილი 40გ

მომზადება

1.გარეცხეთ კიტრი და დაასხით ცივი წყალი 3 საათი. გადაიტანეთ სტერილურ ქილებში.

2.გარეცხეთ კამა და გაასუფთავეთ ნიორი. ინგრედიენტები მოათვსეთ ქილაში ლიმონთან ერთად.

3.დაასხით ცხელი წყალი და დააფარეთ თავსახური. შეფუთეთ და დაელოდეთ 30 წუთი.

4.გადაასხით ქილებიდან წყალი და დაუმატეთ 100 მლ ცხელი წყალი. მოაყარეთ მარილი, შაქარი და მოხარშეთ მარინადი.

5.მანამ, სანამ მარინადი იხარშება ქილაში ჩაყარეთ მდოგვის და წიწაკის მარცვლები.

6.ადუღებულ მარინადს დაუმატეთ ლიმონის მჟავა. მიღებული მასა მოასხით კიტრს, დააფარეთ თავსახური, გადმოაბრუნეთ, შეფუთეთ და დაელოდეთ გაგრილებას.

გემრიელად მიირთვით!