კიტრის მწნილი ზამთრისთვის, სტერილიზაციის გარეშე

3783

თუ მიყვებით რეცეპტში აღწერილ ყველა ნაბიჯს თანმიმდევრულად, თქვენ მიიღებთ უგემრიელეს ნაკლებადმარილიან კიტრის მწნილს, რომლის შენახვასაც მთელი წელი შეძლებთ, ოთახის ტემპერატურაზე.

მაგრამ რეკომენდებულია იგი რკინის თავსახურით მოხუფოთ. მოცემული რეცეპტით მომზადებულ კიტრის მწნილს სტერილიზაცია არ სჭირდება, თუმცა, მომზადების დროს წყალი 3-ჯერ უნდა შეცვალოთ.

ინგრედიენტები

  • კიტრი-რამდენიც ქილაში ჩაეტევა
  • 1,5 ლ წყალი
  • 2 ს.კ. მარილი
  • 3 ს.კ. შაქარი
  • 4-5 კბილი ნიორი
  • მოცხარის ან ალუბლის ფოთლები
  • 10 მარცვალი შავი პილპილი
  • 4-5 კვირტი მიხაკი
  • 4-5 ღერო დარიჩინი
  • რამდენიმე ღერო კამა
  • 2-3 ფოთოლი პირშუშხა (დაჭერით გრძელ ნაჭრებად)
  • ტარხუნა
  • თითოეულ 3 ლიტრიან ქილაში 1 ჩ.კ. 70%-იანი ძმარი

მომზადების წესი 

  1. გარეცხეთ კიტრი და გააჩერეთ ცივ წყალში 3 საათით, წყალი 2-3-ჯერ შეუცვალეთ.
  2. მოათავსეთ ქილებში 1/3 მწვანილი და სანელებლები, შემდეგ ჩაალაგეთ კიტრი ვერტიკალურად და ზემოდან დარჩენილი მწვანილი და სანელებელი მოაყარეთ.
  3. აადუღეთ წყალი შაქართან და მარილთან ერთად და ჩაასხით კიტრით სავსე ქილებში. გააჩერეთ 3 წუთით და შემდეგ წყალი ქვაბში გადაღვარეთ და კვლავ მოადუღეთ.
  4. ადუღებული მარინადი კვლავ დაასხით კიტრს და გააჩერეთ 1 წუთით, კვლავ მოადუღეთ.
  5. მესამე ჯერზე (საბოლოოდ) დაასხით ადუღებული მარინადი კიტრს და დაუმატეთ 1 ჩ.კ. 70%-იანი ძმარი.
  6. მოხუფეთ ქილები რკინის თავსახურით. ჩააბრუნეთ, შეფუთეთ სანამ გაცივდება. შეინახეთ მშრალ, ბნელ ადგილას ოთახის ტემპერატურაზე.
  7. გემრიელად მიირთვით!