კვერცხი ცომის ნაცვლად: სწრაფი და გემრიელი წასახემსებელი 5 წუთში

1417

იცით თუ არა, რომ ძალიან გემრიელი და სწრაფი საუზმე სულ რაღაც 5 წუთში შეგიძლიათ მოამზადოთ? ცომის ნაცვლად კვერცხი გამოიყენეთ. Gastronomia.ge–ს რედაქცია ზარმაცული საუზმის რეცეპტს გიზიარებთ.

ინგრედიენტები ერთ ულუფაზე:

  • 2 კვერცხი
  • თხელი ლავაში
  • 20 გრ ყველი
  • ცოტა ძეხვი
  • პომიდორი
  • მარილი და წიწაკა გემოვნებით
  • მცენარეული ზეთი
  • კარაქი

მომზადების წესი:

1. კვერცხი წიწაკასთან და მარილთან ერთად ათქვიფეთ.

2. ტაფაზე მცენარეული ზეთი გააცხელეთ, კვერცხი დაასხით და საშუალო ცეცხლზე შეწვით. დაე, ოდნავ შეიკრას.

3. ზემოდან ტაფის ზომა თხელი ლავაშის რგოლი დაადეთ. თავსახური დაახურეთ, 1 წუთით წვით. ამის შემდეგ გადააბრუნეთ ისე, რომ ლავაში ქვემოთ აღმოჩნდეს. ზედაპირზე ერთ ნახევარში ძეხვი, ზემოდან პომიდორი დაადეთ და გახეხილი ყველი მოაყარეთ.

4. ზარმაცული ჩებურეკი გადაკეცეთ და მომზადებამდე შეწვით. გემრიელად მიირთვით!