კექსის მომზადების ინსტრუქცია არაჟნითა და შავი მოცხარით

2549

ყოველ პარასკევს მაქვს ტრადიცია, გამოვაცხო ღვეზელები და ნამცხვრები ჩემი ახლობლებისთვის. 100-ზე მეტი გემრიელი დესერტის რეცეპტი ვიცი, თუმცა ჩემთვის განსაკუთრებული შავი მოცხარის კექსია.

ამ კექსს ივლისში ვაცხობ, შავი მოცხარის სეზონზე, თუმცა, ამ გემრიელობის გამოცხობა სხვა ნებისმიერი კენკრითაც შეიძლება, არა მხოლოდ ცოცხალი, არამედ გაყინული კენკრით. რბილი, ფუმფულა და არომატული არაჟანზე მომზადებული კექსი მოეწონებათ როგორც უფროსებს, ისე ოჯახის პატარა წევრებსაც. აუცილებლად ასიამოვნეთ ამ დესერტით თქვენი ახლობლები!

კექსი არაჟნით

დღეს ჩვენი რედაქცია გასწავლით, როგორ გამოაცხოთ კექსი არაჟნითა და შავი მოცხარით.

ინგრედიენტები

  • 260 გრ ფქვილი
  • 3 ც კვერცხი
  • 50 გრ კარაქი
  • 150 გრ არაჟანი
  • 220 გრ შაქარი
  • 0,5 ჩ.კ. ვანილის შაქარი
  • 0,5 ჩ.კ. სოდა (ძმარში გახსნილი)
  • 1 ჩ.კ. გამაფხვიერებელი
  • 140 გრ შავი მოცხარი
  • შაქრის პუდრი გასაფორმებლად

მომზადების წესი

1. თასში ათქვიფეთ კვერცხი, შაქარი და ვანილის შაქარი, რომ მიიღოთ ფუმფულა მასა.

2. გაადნეთ კარაქი და ოთახის ტემპერატურაზე გააცივეთ.

3. კვერცხისა და შაქრის ნაზავს დაუმატეთ არაჟანი და გამდნარი კარაქი და კვლავ ათქვიფეთ მიქსერით.

4. გახსენით სოდა ძმარში და დაუმატეთ ცომს. გაცერით ფქვილი გამაფხვიერებელთან ერთად და დაუმატეთ მასას და მოურიეთ კოვზით ან ხელის სათქვეფით. ცომი უნდა იყოს სქელი არაჟნის მსგავსი.

5. საცხობ ფორმას წაუსვით კარაქი, დაასხით ცომის ერთი მესამედი, ზემოდან კი შავი მოცხარის ნახევარი (70 გრ) დაალაგეთ.

6. დაფარეთ კენკრა ცომის კიდევ ერთი მესამედით, დაალაგეთ ზემოდან დარჩენილი კენკრა და კვლავ დაფარეთ დარჩენილი ცომით.

7. გააცხელეთ ღუმელი 180 გრადუსზე და გამოაცხვეთ კექსი 40-45 წუთის განმავლობაში.

8. გამომცხვარი კექსი გადაიტანეთ ღუმელის “გისოსზე” და გააცივეთ, შემდეგ კი ზემოდან შაქრის პუდრი მოაყარეთ. ასევე, სურვილისამებრ, შეგიძლიათ კექსს ზემოდან მინანქარი მოასხათ.

გემრიელად მიირთვით!