კენკრის ნამცხვარი, რომელიც ნებისიერი გულსართით განუმეორებელია

1035

ძალიან ბევრი დესერტის მომზადება ვცადე. მინდოდა იდეალური თხელი ცომი მომემზადებინა. ამ მეთოდით მომზადებული ცომი იდეალურია ტკბილი გულსართისთვის.

ინგრედიენტები

  • 300გ შავი მოცხარი
  • 200გ ფქვილი
  • 140გ შაქარი + 1 სუფრის კოვზი
  • 100მლ რძე (9 უფრის კოვზი)
  • 9 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი
  • 2 ცალი ქათმის კვერცხი
  • 1 სუფრის კოვზი სახამებელი
  • 1 სუფრის კოვზი გამაფხვიერებელი
  • მარილი

მომზადება

  1. ჯამში ჩაყარეთ 140გ შაქარი, ჩატეხეთ კვერცხი და კარგად ათქვიფეთ მიქსერით.
  2. კვერცხის მასას დაუმატეთ ზეთი, რძე, მარილი და გააგრძელეთ თქვეფა. ჩაყარეთ გამაფხვიერებელი, ფქვილი და ისევ ათქვიფთ.
  3. უნდა მიიღოთ საკმაოდ სქელი ცომი. ვანილი დაუმატეთ სურვილისამებრ.
  4. გაყინული შავი მოცხარი მოათვსეთ ფორმაში, მოაყარეთ შაქარი, სახამებელი და მოურიეთ, კენკრა შეგიძლიათ შეარჩიოთ თქვენი გემოვნებით.
  5. კენკრას მოასხით ცომი, მოათავსეთ ღუმელში და გამოაცხვეთ 200 გრადუსზე 30 წუთი.
  6. მზადების პროცესი აკონტროლეთ ხის წკირით. მზა დესერტი 10 წუთი დატოვეთ მაგიდაზე.
  7. ფრთხილად გადმოიტანეთ ფორმიდან.
  8. თუ ცოტა კენკრა ფორმაზე დარჩება არ არის სანერვიულო. მოაშორეთ და გადაანაწილეთ ნამცხვარზე.
  9. მოაყარეთ შაქრის ფხვნილი.
  10. ნამცხვარი გამოდის ძალიან ფაფუკი, არომატული და გემრიელი. ტკბილი ცომი, მჟავე კენკრა – საუკეთესო დუეტია.

გემრიელად მიირთვით!