კატლეტები ბადრიჯნით ღუმელში

759

კატლეტები ბადრიჯანით ღუმელში – ეს ნამდვილი მიგნებაა! სტუმრები გაოცდნენ ამ კერძით.

კატლეტები ყველის შიგთავსით ძალიან მოეწონებათ მათ, ვისაც არ უყვარს ხორცი. სულუგუნის შიგთავსი საოცრად ნაზი და წელვადია.

ინგრედიენტები

  • ბადრიჯანი 1 ცალი
  • საფანელი 70გ
  • კვერცხი 1 ცალი
  • პარმეზანი 30გ
  • ზეითუნის ზეთი 1 სუფრის კოვზი
  • სულუგუნი 100გ
  • მარილი გემოვნებით
  • შავი წიწაკა გემოვნებით
  • დაფქული ნიორი გემოვნებით
  • ოხრახუში გემოვნებით

მომზადება

1.გარეცხეთ ბადრიჯანი, გაასუფთავეთ და დაჭერით კუბიკებად. აადუღეთ ნაჭრები 5 წუთი მარილიან წყალში.

2.დააბლენდერეთ ბადრიჯანი. დაუმატეთ კვერცხი, გახეხილი პარმეზანი, 50გ საფანელი, ოხრახუში, მარილი, ნივრის ფხვნილი და წიწაკა. მოურიეთ.

3.მიეცით კატლეტის ფორმა და ჩადეთ ყველი.

4.გამოაცხეთ 180 გრადუსზე 20 წუთი.

გემრიელად მიირთვით!