თუ კერძის მარტივად, სწრაფად და ბიუჯეტურად მომზადება გინდათ, მაშინ ეს რეცეპტი ნამდვილად თქვენთვისაა. საჭირო ინგრედიენტები მოიძებნება ყველას სამზარეულოში.
როზმარინის და ნივრის დახმარებით კარტოფილი იძენს სასიამოვნოდ პიკანტურ გემოს. ხრაშუნა ქერქი და დიზაინი, მართლაც კაკალს მოგაგონებთ.
ინგრედიენტები
- კარტოფილი 500გ
- როზმარინი 20გ
- ნიორი 4 კბილი
- მარილი 0,5 ჩაის კოვზი
- ზეითუნის ზეთი 30მლ
მომზადება
1.კარგად გარეცხეთ კარტოფილი. დაჩხაპნეთ ჩანგლით რამდენიმე ადგილას.
2.გააცხელეთ ზეითუნის ზეთი ტაფაზე. დაჭყლიტეთ ნიორი (ქერქით) და როზმარინთან ერთად მოათავსეთ ტაფაზე.
3.კარტოფილი გადაანაწილეთ ტაფაზე, დააფარეთ თავზე და მოამზადეთ, პერიოდულად შეანჯღრიეთ.
კარტოფილის მზადების პროცესი აკონტროლეთ ხის წკირით. ამ კერძისთვის იდეალურია ახალი კარტოფილი თხელი კანით. გემრიელად მიირთვით!