კარტოფილი და ღორის ხორცი თივაზე

1323
Roasted pork loin with cranberry and rosemary

ღორის ხორცი საკმაოდ მძიმეა, ამიტომაც ხშირად მის გამოყენებას არ გირჩევთ. მაგრამ თუ გადაწყვეტთ მის მომზადებას აუცილებლად გამოიყენეთ ეს რეცეპტი.

ღორის ხორცი კარტოფილით ღუმელში

კარტოფილი ღუმელში გამოვა ძალიან გემრიელი თუ თქვენ მას თივის ღრუბლის ქვეშ მოამზადებთ. მარინადის მეშვეობით ხორცი გამოდის რბილი და წვნიანი, ხოლო ბექონდარას სუნი ნამდვილ გურმანებს ჭკუიდან გადაიყვანს.

ამ საინტერესო რეცეპტს გაეცანით ყურადღებით, არ დაგავიწყდეთ სურნელოვანი თივის ყიდვა.

ინგრედიენტები

  • 3 დიდი ხახვი
  • 3 კბილი ნიორი
  • შავი დაფქული წიწაკა
  • მარილი
  • 4 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი
  • 600გ ღორის ხორცი
  • 8 კარტოფილი
  • 5 ღერო ბექონდარა
  • თივა

მომზადება

1.ოთახის ტემპერატურაზე ცოტახნით გააჩერეთ ხორცი.

2.მარინადის მომზადება ძალიან მარტივია მიქსერით ან ბლენდერით. უცილებლად დააქუცმაცეთ 2 ხახვი, 3 კბილი ნიორი, შავი წიწაკა, მარილი და 2 სუფრის კოვზი ზეთი.

3.მთლიანობში 20 წუთი სავსებით საკმარისია 600გ ხორცის დასამარინადებლად. თუ დროს გადააცილებთ ხორცს მიეცემა ხახვის გემო.

4.კარტოფილი კარგად გარეცხეთ და გათალეთ. ნაყოფზე იქსის მსგავსი რამდენიმე ჭრლობა დაიტანეთ.

5.ცალკე ჯამში შეურიეთ 2 სუფრის კოვზი ზეთი, მარილი და წიწაკა. ამ ნარევით კარგად დაამუშავეთ თითოეული კარტოფილი.

6.ბოლო ხახვი გაასუფთავეთ და მრგვლად დაჭერით.

7.ხორცი მოათავსეთ ღრმა ტაფაზე და შეწვით დიდ ცეცხლზე ზეთში.

8.გამოსაცხობი ფორმა ამოფინეთ თივით და ბექონდარის ღეროებით. ზემოდან დაალაგეთ ხახვის რგოლები.

9.ფორმა ამოავსეთ ხორცით და კარტოფილით. მჭიდროდ შეკარით ფოლგის მეშვეობით. ხორცი გამოაცხვეთ არანაკლებ 1 საათი.

თივა ხორცს მატებს საოცარ არომატს ის იწოვს სითხეს, ამიტომაც ხორცი გამოდის ნაკლებად ცხიმიანი. მისი დახმარებით კერძი უგემრიელესია.

გემრიელად მიირთვით!