კარტოფილის კროკერები ქათმით

683

რბილი და წვნიანი კერძი, ნამდვილად დაიპყრობს თქვენს გულებს.

ინგრედიენტები

  • ქათმის ფეხები 9 ცალი
  • კარტოფილი 500გ
  • ყველი 250გ
  • მარილი 2,5 ჩაის კოვზი
  • შავი წიწაკა 0,5 ჩაის კოვზი
  • ხორბლის ფქვილი 4 სუფრის კოვზი
  • კვერცხი 4 ცალი
  • საფანელი 200გ
  • დაფნის ფოთოლი 1 ცალი
  • სურნელოვანი წიწაკა 10 ცალი
  • წყალი 1,7ლ

მომზადება

1.გაასუფთავეთ კარტოფილი და მოხარშეთ 25 წუთი 700მლ წყალში 1 ჩაის კოვზ მარილთან ერთად.

2.მოხარშეთ ბარკალი. დაგჭირდებათ: 1ლ წყალი, დაფნის ფოთოლი, წიწაკა და 1 ჩაის კოვზი.

3.ხორცს მოაშორეთ ძვალი და დაჭერით. დაუმატეთ კარტოფილის პიურეს და გახეხეილ ყველს. მოაყარეთ მარილი და წიწაკა გემოვნებით.

4.მიღებული მასა დააბურთავეთ.

5.ათქვიფეთ კვერცხი. კატლეტები ამოავლეთ ფქვილში და კვერცხში, ხოლო შემდეგ საფანელში. შეწვით ზეთში.

გემრიელად მიირთვით!