კარტოფილის კატლეტები – ჩემი შვილები გიჟდებიან ამ კერძზე!

1153

შემწვარი კარტოფილი ძალიან მომბეზრდა, რთული კერძის მოსამზადებლად დრო კი არ მაქვს. თუ თქვენც იმავე სიტუაციაში ხართ, მაშინ ეს რეცეპტი აუცილებლად ჩაინიშნეთ.

კატლეტების უამრავი ვარიაცი არსებობს: ფარშით, ყველით, სოკოთი და თევზით. დღეს ჩვენ კარტოფილის კატლეტებს მოვამზადებთ. ჩემს ვეგეტარიანემ მეგობარსაც ძალიან მოსწონს ეს კერძი.

მის მოსაზმადებლად გამოგადგებათ პიურეც და უმი კარტოფილიც. სანელებლებით და მწვანილით გააცოცხლეთ ეს კერძი. კვერცხისა და საფანელის ხრაშუნა გარეკანი ნამდვილად იდალურია!

სამარხვო კარტოფილის კატლეტები – 15 წუთში მზად არის!

ინგრედიენტები

  • კარტოფილი 4 ცალი
  • ოხრახუში
  • პომიდვრის პასტა 1 სუფრის კოვზი
  • საფანელი 1,5 ჭიქა
  • პაპრიკა 1 სუფრის კოვზი
  • ნიორი 3 კბილი
  • შავი წიწაკა 1,5 ჩაის კოვზი
  • მარილი 35გ
  • კვერცხი 1 ცალი
  • მზესუმზირის ზეთი 100მლ
  • არაჟანი 200გ

მომზადება

1.მოვამზადოთ სოუსი. არაჟანს დაუმატეთ დაქუცმაცებული ოხრახუში, 0,5 ჩაის კოვზი მარილი და ამავე რაოდენობის წიწაკა.

2.მოხარშეთ კარტოფილი ქერქში და აქციეთ პიურედ. დაუმატეთ დაქუცმაცებული მწვანილი, პომიდვრის პასტა, საფანელი, პაპრიკა, მარილი, წიწაკა და დაჭყლეტილი ნიორი. კარგად მოურიეთ.

3.გააცხელეთ ტაფა ზეთით. ფორმირებული კატლეტები ამოავლეთ კვერცხში და შეწვით ტაფაზე ორივე მხრიდან.

4.მზა კატლეტები მოათავსეთ ქაღალდის ხელსახოცზე. მიირთვით არაჟნის სოუსთან ერთად.

გემრიელად მიირთვით!