კარტოფილიანი ცომის გუფთის რეცეპტი

1639

დედაჩემის ახლო მეგობარი, ლიდა კერძებს უგემრიელესად ამზადებს. განსაკუთრებით მიყვარს მისი მომზადებული ცომის გუფთა, რომლის რეცეპტიც რამდენიმე დღის წინ მასწავლა. დღეს სწორედ ამ რეცეპტს გაგიზიარებთ.

ცომის გუფთები კარტოფილით

ინგრედიენტები

  • 200 მლ კეფირი
  • 300 გრ ფქვილი
  • 1 ჩ.კ. მარილი
  • 5 ც კარტოფილი
  • 1 ც ხახვი
  • 80 გრ კარაქი

მომზადების წესი

1. პირველ რიგში, ჩაასხით კეფირი ღრმა თასში.

2. შემდეგ დაუმატეთ მარილი და გაცრილი ფქვილი.

3. მოზილეთ ცომი და შეინახეთ 30 წუთით.

4. გათალეთ კარტოფილი და წვრილად დახეხეთ, შემდეგ დაუმატეთ მარილი და გააჩერეთ 5 წუთით.

5. დახეხილ კარტოფილს დაუმატეთ კარაქი და კარგად მოურიეთ.

6. გაარჩიეთ ხახვი და წვრილად დაჭერით, შემდეგ კი შეწვით და დაუმატეთ დახეხილ კარტოფილს.

7. კარგად გაიყვანეთ ცომი და ჭიქით მისგან ამოჭერით პატარა ზომის რგოლები. თითოეული რგოლის შუაგულში მოათავსეთ კარტოფილის შიგთავსი.

8. შეაწებეთ ცომის კიდეები და მოხარშეთ მარილიან წყალში.

გემრიელად მიირთვით!