კალმახის ცხარე წვნიანი რამენის ატრიით, ნამდვილად განსაკუთრებულ შთაბეჭდილებებს დაგიტოვებთ

1339

კალმახის გემრიელ წვნიანს ლაიმის ახალგამოწურული წვენი განსაკუთრებულ არომატს სძენს. რამენი – პურის ფქვილის ატრიაა.

ინგრედიენტები:

  • 250 გ რამენის ატრია
  • 1,5 ლ (6 ჭ) ქათმის ბულიონი
  • 150 გ (4 ც) კალმახის ფილე
  • 2 წითელი მწარე წიწაკა
  • 6 მწვანე ხახვი
  • 1 ს/კ სოიის ღია საწებელი
  • 2 ს/კ ქორფა ქინძი
  • 1 ლაიმი

მომზადების წესი:

  1. ატრია პაკეტზე მითითებული წესით მოამზადეთ და 4 ფიალაში გაანაწილეთ.
  2. წიწილის ბულიონი დიდ ქვაბში დაბალ ცეცხლზე აადუღეთ. დაუმატეთ კანგაცლილი კალმახის ფილე და კიდე 2 წთ ადუღეთ. დაუმატეთ წვრილად  დაჭრილი წიწაკა, მწვანე ხახვი და სოიის საწებელი. ადუღეთ, ვიდრე კალმახი მოიხარშება.
  3. მოხარშული თევზი ფიალებში გადაიტანეთ და ბულიონი მოასხით. მორთეთ ქინძით და ოთხად გაჭრილი ლაიმის წვენი მოასხით. სუფრაზე ცხელი მიიტანეთ.