კაკლის პასტა იმუნიტეტის გასაძლიერებლად. 5 წუთში მზადაა

508

მათთვის, ვინც კვებას ყურადღებას აქცევს, კაკლის პასტა ერთ–ერთი საყვარელი პროდუქტია. მასში ბევრი ადვილად ათვისებადი ცილა და სასარგებლო ცხიმი შედის. ასეთი პასტა ვიტამინებითაც მდიდარია.

კაკლის პასტა ბავშვებს განსაკუთრებით უყვართ. საკმარისია, პურს გადაუსვათ და ბუტერბროდი მთელი დღით ენერგიით აგავსებთ. წარმოუდგენლად სასარგებლო და გემრიელი ტკბილეულია. შაქარიც არ დაგჭირდებათ. თაფლი საკმარის სიტკბოს იძლევა. ასეთი პასტა კაკლით, გარგარის ჩირით და ფინიკით მთელი ოჯახის სასაუზმოდ იდეალური ვარიანტია.

პასტის მოსამზადებლად ჩოფერი დაგჭირდებათ, რადგან მხოლოდ მისი დახმარებით შეძლებთ ყველა ინგრედიენტი ისე დააქუცმაცოთ, რომ ერთგვაროვანი მასა მიიღოთ. ამ მოწყობილობით საჭირო კონსისტენციის კაკლის პასტას მიიღებთ.

ინგრედიენტები:

  • 50 გ ნიგოზი
  • 50 გ ფინიკი
  • 50 გ გარგარის ჩირი
  • 1 ლიმონი
  • 1 ს/კ თაფლი

 მომზადების წესი:

1. ჩოფერში ნიგოზი ჩაყარეთ.

2. ლიმონის ქერქი გახეხეთ და მისი წვენი გაწურეთ.

3. ჩოფერს ფინიკი, გარგარის ჩირი, თაფლი, გახეხილი ციტრუსის ქერქი დაუმატეთ. 2 ს/კ ლიმონის წვენი დაუმატეთ.

4. ერთგვაროვანი მასის მიღებამდე დააქუცმაცეთ.

წარმოუდგენლად მკვებავი პასტა მზადაა! ნაზი კაკლის ტკბილეული ჩირით შესანიშნავი წასახემსებელია. ასეთი პასტა შეგიძლიათ მოიმარაგოთ, რომ ყოველთვის ხელთ გქონდეთ. ახლა თავის მტვრევა არ მოგიწევთ, თუ რა მიირთვათ სწრაფად შიმშილის გასაქრობად. რას დაამატებდით პასტას?