იტალიური ვაშლის ღვეზელი: რბილი ცომი, ხრაშუნა ქერქი, მომჟავო შიგთავსი – ის რაც ძალიან მიყვარს

1604

აღიარეთ, თქვენც ასევე იქცევით? სამსახურიდან გზად შინისაკენ საკონდიტროში შეირბენთ დესერტად რაიმე ტკბილის შესაძენად და არღვევთ საკუთარი თავისთვის მიცემულ პირობას, რომ 6-ს მერე არ შეჭამთ არაფერს. მეც ასე ვაკეთებ, მაგრამ ყოველდღე ნამცხვრების ყიდვას ყველა ოჯახის ბიუჯეტი ვერ უძლებს. ამიტომ, უმჯობესია თავად გამოაცხოთ. თანაც, ინგრედიენტების ნატურალურობაშიც დარწმუნებული იქნებით. თუ იდეალური რეცეპტი იპოვეთ, მომზადება დიდ დროსაც არ წაგართმევთ.

დღეს ჩვენ შემოგთავაზებთ იტალიური ღვეზელის რეცეპტს. ვაშლის ნამცხვრები ბევრისთვის საყვარელი დესერტია, ამიტომ, დარწმუნებუი ვართ, მოგეწონებათ.

ინგრედიენტები

  • 180 გრ ფქვილი
  • 4 ც ვაშლი
  •  2 კვერცხის გული
  • 140 გრ შაქარი
  • 50 გრ კარაქი
  • 125 მლ რძე
  • 4 გრ გამაფხვიერებელი
  • 1 მწიკვი მარილი

მომზადება

  1. გადადეთ 3 ს.კ. შაქარი. ათქვიფეთ კვერცხის გული დანარჩენ შაქართან სანამ ბოლომდე არ გაიხსნება.
  2. დაადნეთ კარაქი მიკროტალღურ ღუმელში. ოდნავ გააცივეთ და დაამატეთ ½ ულუფა კარაქი და კვერცხის მასა, დაასხით რძე და კარგად მოურიეთ.
  3. დაამატეთ ფქვილი და გამაფხვიერებელი. მოურიეთ, სანამ მასა ერთგვარი არ გახდება.
  4. საცხობ ფორმაზე დააფინეთ პერგამენტი, დაასხით ცომი.
  5. გათალეთ ვაშლი და დაჭერით. დააწყვეთ ცომზე.
  6. დარჩენილი კარაქი მოასხით ცომს, მოაყარეთ შაქარი.
  7. შედგით 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში და გამოაცხვეთ 35 წუთის განმავლობაში.

არომატული, ნაზი და უგემრიელესი ღვეზელი მზადაა! გამოიყენეთ ჩვეული პროდუქტები ახლებურად, გაუმასპინძლდით კოლეგებს არაჩვეულებრივი ნამცხვრით, გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!