ის რაც აუცილებლად უნდა იცოდეთ, ხაშლამა რომ იდეალური გამოგივიდეთ

7831

ეს სიტყვა ქართულ ენაში თურქულიდან შემოვიდა და ახალი, საუკეთესო ხორცისგან დამზადებულ კერძს აღნიშნავს. თუ კახურ სამზარეულოში “ხაშლამა” შეუზავებელი, მარილმოყრილი ხორცია, თურქეთის ქართულ სოფლებში მას მწვანილში ჩახარშულ ხორცის კერძს ეძახიან. მისი მთავარი პირობაა ისაა, რომ ხორცი აუცილებლად ახალი უნდა იყოს. სხვა შემთხვევაში ხაშლამა არ გამოვა ისეთი კარგი როგორიც სინამდვილეში უნდა იყოს.

ინგრედიენტები: 

  • საქონლის ხორცი – 1 კგ
  • ხახვი -2-3 თავი
  • ნიორი -3 კბილი
  • ქინძი – 25 გ
  • ოხრახუში – 25 გ
  • ნიახური – 25 გ
  • მარილი – 20 გ
  • პილპილი – 7 გ
  • წყალი – 2 ლ

მომზადების წესი:

  1. ქვაბით ცივი წყალი დადგით დაბალ ცეცხლზე, შიგ ჩაყარეთ სასურველი ზომის ნაჭრებად დაჭრილი საქონლის ხორცი (ხორცი უნდა იყოს ნაკლებად ძვლიანი, სასურველია კისრის ნაწილი). ჩაამატეთ მთლიანი თავი ხახვი , ნიორი და ნახევარი მწვანილეულობა: ქინძი, ოხრახუში და ნიახური.
  2. ხორცის მოხარშვამდე 5 წუთით ადრე ბულიონში ჩაყარეთ მარილი და პილპილი. ხორცი ხარშეთ, სანამ არ დაიწყებს დაძენძვას.
  3. კარგად მოხარშვის შემდეგ ამოიღეთ სასურველ ჭურჭელში და ზემოდან მოაყარეთ საშუალო ზომაზე დაჭრილი დარჩენილი მწვანილი.

გემრიელად მიირთვით!