იოგურტის და ჟელატინის დესერტი “ყველი”- გაულამაზეთ ბავშვებს დღესასწაული!

103

ძალიან მიყვარს ექსპერიმენტები სამზარეულოში. ბავშვებისთვის დღესასწაულზე ამ დესერტს მუდმივად ვამზადებ. საოცარი დიზაინი და დახვეწილი გემო.

დესერტი სულ რაღაც 4 ინგრედიენტისგან შედგება. იოგურტი აარჩიეთ სქელი და ცხიმიანი. ჟელე შეგიძლიათ გამოიყენოთ ფორთოხლის, ლიმონის, ატმის ან ანანასის.

ინგრედიენტები

  • იოგურტი 400გ
  • დაკონსერვებული ატამი 250გ
  • ატმის ჟელე 30გ
  • წყალი 370გ

მომზადება

1.აადუღეთ წყალი, გახსენით ჟელე და დაელოდეთ გაგრილებას.

2.ცალკე ჯამში მოათავსეთ იოგურტი. დააბლენდერეთ ატამი. პიურე დაუმატეთ იოგურტს.

3.მეტად დასატკბობად შეგიძლიათ დაუმატოთ შაქრის ფხვნილი.

4.მასას დაუმატეთ გაგრილებული ჟელე, მოურიეთ. მასა ჩაასხით ფორმაში.

5.შეინახეთ მაცივარში 6 საათი. მზა დესერტზე ხის წკირით ამოჭერით წრეები და გააფორმეთ.

გემრიელად მიირთვით!