იოგურტის ბლანმანჟე ალუბლით –  სუპერ დესერტი ფქვილის და ცხობის გარეშე

616

იმის მიუხედავად, რომ წელს ალუბლის მოსავალი საუკეთესოს სურვილს გვიტოვებს, ამ გემრიელი ხილით პირის ჩატკბარუნება მაინც მოვახერხეთ. ვისაც უფრო გაუმართლა, კენკრის ნაწილი დააკონსერვა. ჩვენ გირჩევთ მურაბა სხვა სეზონური ხილისთვის გვერდზე გადადოთ. ახლა დროა ალუბლის დესერტი მოამზადოთ.

ალუბალი, ალბათ, ყველაზე ტკბილი საზაფხულო კენკრაა. ის ცომს და ხაჭოს კარგად ერწყმის. ალუბლის ჩიზქეიქი ამის დასტურია. თუ ზედმეტად დატვირთვა არ გსურთ, მსუბუქი საზაფხულო დესერტი მოამზადეთ, რომელსაც ცხობა არ სჭირდება. ნამდვილად, ბუმბულივითაა!

ინგრედიენტები:

  • 150 გრ ნაღები
  • 3 ს/კ შაქრის ფხვნილი
  • 200 გრ ალუბალი
  • 10 გრ თაფლი
  • 10 გრ ვანილი
  • 6 გრ ჟელატინის ფირფიტები
  • 50 გრ ფხვიერი ნამცხვარი
  • 250 გრ წიწიბურას იოგურტი

მომზადება:

1. 150 გრ ალუბალი გარეცხეთ და კურკები მოაშორეთ. კენკრა ღრმა ტაფაში გადაიტანეთ, 1 ს/კ შაქრის ფხვნილი და 15 გრ წყალი დაუმატეთ. ალუბალი 3 წუთით გასქელებამდე ხარშეთ, ხშირად აურიეთ, შემდეგ ცეცხლიდან გადმოდგით.

2. წიწიბურას იოგურტს ვანილი და თაფლი აურიეთ. ჟელატინის ფირფიტებს ცივი წყალი 5 წუთით დაასხით. ამ დროში 25 გრ ნაღები შეათბეთ. დროის გასვლის შემდგ ჟელატინი გაწურეთ, ცხელი ნაღები დაასხით.

3. ნარევს კარგად აურიეთ, რომ ჟელატინი ბოლომდე გაიხსნას. იოგურტი დაუმატეთ და აურიეთ. დარჩენილ ცივ ნაღებს 1 ს/კ შაქრის ფხვნილი დაუმატეთ და დააბლენდერეთ.

4. ათქვეფილი ნაღები იოგურტს დაუმატეთ და კოვზით აურიეთ. ნარევი მსუბუქი და ჰაეროვანი უნდა გამოვიდეს. კექსის ფორმაში საკვები პარკი ჩააფინეთ. ფორმის ძირსა და კიდეებში კრემის ნახევარი მოათავსეთ. სიღრმეში ალუბალი მოათავსეთ.

5. შიგთავსი დარჩენილი კრემით დაფარეთ. ფხვიერი ნამცხვარი დააქუცმაცეთ, კრემს მოაყარეთ. შეგიძლიათ ხელით ოდნავ გააბრტყელოთ. დესერტი საკვებ პარკში გაახვიეთ და 3 საათით მაცივარში შეინახეთ. ვადის გასვლამდე ცოტა ხნით ადრე სოუსი მოამზადეთ.

6. დარჩენილი ალუბალი გარეცხეთ, კურკები მოაშორეთ. რბილობი დააბლენდერეთ და დარჩენილი შაქრის ფხვნილი დაუმატეთ. მასა სუსტ ცეცხლზე 3 წუთით ხარშეთ და აურიეთ. შემდეგ გააგრილეთ.

სუფრაზე გატანის წინ ფორმა ფრთხილად გახსენით და დესერტი გადააბრუნეთ. საკვები პარკი მოაშორეთ. ალუბლის დესერტს ხილის სოუსი მოასხით და ახალი ალუბლით მორთეთ. მსუბუქი ნაღები–კენკრის დესერტი არა მხოლოდ ბავშვებს, არამედ უფროსებს მოეწონება. სცადეთ, არ ინანებთ!