ინგრედიენტები, რომლებიც ხორცის ფარშს უნდა დაუმატოთ, რომ წვნიანი და არომატული კატლეტები მიიღოთ

666

ბოლო დროს კატლეტებს კომბოსტოთი ხშირად ვამზადებ. ასე უფრო წვნიანი და არომატული გამოდის, ვიდრე მხოლოდ ხორციან ვარიანტში. გარდა ამისა, ბრინჯს ვუმატებ, რომ ხორცის გემო გაზავდეს და კატლეტები მოცულობითი გახდეს. გემრიელი, ორიგინალური და ეკონომიური გამოდის!

კატლეტი პეკინის კომბოსტოთი და ფარშით ტოლმას ძალიან ჰგავს. მართალია, ხორცი, ბრინჯი და კომბოსტო მთავარ როლებში არიან! გამოდის, რომ ამ კერძს ზარმაცული ტოლმა შეგვიძლია ვუწოდოთ. კომბოსტოს ფურცლებად დაშლა და შიგთავსის გახვევა არ მოგიწევთ.

როგორ გამოვაცხოთ ზარმაცული კატლეტები კომბოსტოთი ღუმელში

ამ ზარმაცული კატლეტის მთავარი ხიბლი არაჟნის სოუსია. კერძი რბილი, წვნიანი და ნაღების გემოთი გამოდის. ცხიმიანი, 20%–ზე მეტი, არაჟანი აირჩიეთ. თუ გსურთ, რომ არაჟანი არ ჩაშუშდეს და არ დაიშალოს, ცოტა ხორბლის ფქვილი დაუმატეთ.

ინგრედიენტები:

  • 0,5 ჭიქა ბრინჯი
  • მარილი გემოვნებით
  • 0,5 პეკინის კომბოსტო
  • 2 ხახვი
  • 1 კვერცხი
  • 3 ს/კ საფანელი
  • 200 გ არაჟანი
  • 1100 მლ წყალი
  • მზესუმზირის ზეთი გემოვნებით
  • 500 გ ძროხის ფარში
  • 3 კბილი ნიორი
  • დაფქული შავი წიწაკა გემოვნებით
  • 1 სტაფილო
  • მწვანილი გემოვნებით

მომზადების წესი:

1. 400 მლ წყალი ადუღებამდე მიიყვანეთ. კომბოსტო დაჭერით, მდუღარე წყალი დაასხით და დროებით გააჩერეთ.

2. ბრინჯი გარეცხეთ და 200 მლ ცხელი წყალი დაასხით. ცოტა ხნით გვერდზე გადადეთ.

3. 1 ხახვი წვრილად დაჭერით და ხორცის ფარში აურიეთ.

4. ბრინჯს და კომბოსტოს წყალი გადაასხით, ფარშს დაუმატეთ.

5. 1 კბილი დაპრესილი ნიორი, კვერცხი, მარილი და წიწაკა გემოვნებით დაუმატეთ და ინგრედიენტებს აურიეთ.

6. დარჩენილი ხახვი წვრილად დაჭერით, სტაფილო გახეხეთ.

7. ტაფაზე მზესუმზირის ზეთი გააცხელეთ, ხახვი ოქროსფერ შეფერილობამდე საშუალო ცეცხლზე შეწვით.

8. ხახვს სტაფილო დაუმატეთ, ბოსტნეული რამდენიმე წუთით შეწვით.

9. არაჟანი დარჩენილ წყალს და ნიორს აურიეთ, ნარევი ტაფაზე დაასხით. სოუსი საშუალო ცეცხლზე ადუღებამდე მოშუშეთ.

10. არაჟანი–ბოსტნეულის სოუსს წიწაკა და მარილი გემოვნებით მოაყარეთ და გასქელებამდე მოშუშეთ.

11. ფარშიდან კატლეტები გააკეთეთ, საფანელში ამოავლეთ და საცხობ ფორმაში გადაიტანეთ.

12. კატლეტებს სოუსი მოასხით. 190 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 20-30 წუთით აცხვეთ.

13. მზა კატლეტებს დაჭრილი მწვანილი მოაყარეთ.

ზარმაცული კატლეტები კომბოსტოთი და ბრინჯით მაგიდაზე დამოუკიდებელ კერძად შეგიძლიათ გაიტანოთ. დამატებითი გარნირი ან წასახემსებელი არ სჭირდება. ცხელი კერძი სწრაფად მზადდება და დიდ დროს არ მოითხოვს. თუ კერძს სადღესასწაულო მაგიდაზე გაიტანთ, ნამდვილად არ წააგებთ!