“შვარცვალდი” – ასე ქვიან ნამდვილ შოკოლადის ტორტის, რომელიც წარმოშობით გერმანიიდანაა. ჰაეროვანი და ნამიანი ფირფიტები, რომელიც დანამულია ალკოჰოლოთ, შოკოლადს ძალიან უხდება.
დღეს ჩვენ ამ შედევრის მომზადებაში დაგეხმარებით.
ინგრედიენტები ცომისთვის
- 4 კვერცხი
- 120გ შაქარი
- 90გ ფქვილი
- 30გ ზეთი
- 20გ სახამებელი
- 15გ კაკაო
- 1 შეკვრა დარიჩინი
ინგრედიენტები შიგთავსისთვის
- 400გ გაყინული ალუბალი
- 200მლ წყალი
- 200გ შაქარი
- 1 ჭიქა (50მლ) ალუბლის სიროპისა და არყის ან კონიაკის ნარევი
- 1/3 ჩაის კოვზი დარიჩინი
ინგრედიენტები კრემისთვის
- 250გ ნაღები 30%
- ვანილი
- 80გ 60% შავი შოკოლადი
ინგრედიენტები დეკორისთვის
- 250გ ნაღები 30%
- 1 ჩაის კოვზი შაქრის ფხვნილი
- 150გ შოკოლადი
- ნიგოზი ან მარციპანი
- 1 სუფრის კოვზი შაქარი
მომზადება
- შიგთავსისთვის ჯამში მოათავსეთ გაყინული ალუბალი (არ გაალღვოთ), მოაყარეთ დარიჩინი.
- მოვამზადოთ სიროპი: შაქარს მოასხით ცხელი წყალი და მოურიეთ, დაუმატეთ ალკოჰოლიანი ნარევი. ალუბალს მოასხით მიღებული სიროპი და დაელოდეთ რამდენიმე საათი.
- გამოაცხეთ ბისკვიტი. ამისათვის კვერცხის გული ათქვიფეთ ნახევარ შაქართან ერთად.
- ცილაც ათქვიფეთ აქაფებამდე. დაუმატეთ დარჩენილი შაქარი და კარგად ათქვიფეთ.
- ცილა და გული ფრთხილად გადაურიეთ ერთმანეთს, მოაყარეთ გაცრილი ფქვილი სახამებელთან ერთად, კაკაო და დარიჩინი. ფრთხილად მოურიეთ.
- ჩაასხით გამღვალი კარაქი. მოზილეთ ცომი.
- გამოაცხვეთ 200 გრადუსზე 25-30 წუთი. მზადება აკონტროლეთ ხის წკირით.
- მოვამზადოთ კრემი. ნაღები ჩაასხით ქვაბში, დაუმატეთ ვანილი და წამოადუღეთ. დაუმატეთ შოკოლადი. გააგრილეთ მაცივარში 2-3 საათი.
- ცივი ნაღები შოკოლადთან ერთად ათქვიფეთ მიქსერით. როცა მასა კარგად ამოფუვდება გააჩერეთ მიქსერი, რათა მასა არ ჩავარდეს.
- ავაწყოთ ტორტი. გამოწურეთ ალუბალი, რათა გამოვიდეს სიროპი. ალუბლის ნაყოფი დეკორისთვის შემოინახეთ.
- ბისკვიტი გაყავით 3 ფირფიტად. 6 სუფრის კოვზი სიროპით დანამეთ ფირფიტები, წაუსვით კრემი. მოფანტეთ ალუბალი, მოასხით კრემი და ტანაბრად გადაანაწილეთ.
- დააფარეთ მეორე კორჟი, დანამეთ და წინამორბედის მსგავსად შეკაზმეთ.
- ათქვიფეთ დარჩენილი ნაღები, დაუმატეთ შაქრის ფხვნილი და ფრთხილად მოურიეთ. ნაღები ჩაასხით საკონდიტრო ტომარაში და მორთეთ დესერტი.
- გახეხეთ შოკოლადი და მოათავსეთ მაცივარში.
- მორთეთ შოკოლადით ტორტი.
- თითოეულ ალუბალში მოათავსეთ ნიგოზი და გააფორმეთ ტორტი. მოაყარეთ შაქრის ფხვნილი. მოათავსეთ მაცივარში 2 საათი.
გემრიელად მიირთვით!