თქვენ ეს დესერტი ჯერ კიდევ არ მოგიმზადებიათ?

648

გამაჯანსაღებელი დესერტით პირის ჩატკბარუნებაზე უკეთესი რა შეიძლება იყოს. თუ ამასთან დესერტი წარმოუდგენლად მარტივად მზადდება, განსაკუთრებულ ყურადღებას ნამდვილად იმსახურებს. სემიფრედო უცხოური იტალიური დესერტია, რომელიც ერთხელ გავსინჯე და გადაყვარება ვერ შევძელი.

დღეს გიამბობთ, როგორ მოამზადოთ შეუდარებელი სემიფრედო ადგილობრივი პროდუქტებისგან. გამოცდილ იტალიელ დიასახლისზე უკეთესი გამოგივათ!

ბანანის დესერტი

დესერტი სემიფრედო ტრადიციული იტალიური ნაყინია, რომელიც შეგიძლიათ იპოვოთ რომის ვიწრო კუთხეებშიც და მდიდარი იტალიელის სუფრაზეც. რატომ მოგვწონს ეს დესერტი? მის ნაზ გემოს თქვენი ჭკუიდან გადაყვანა შეუძლია, რაც მთავარია – რეცეპტის ათვისებას ყველაზე გამოუცდელი დიასახლისიც შეძლებს.

დახვეწილი და უცნაური სახელის მიუხედავად დესერტს ჩვეულებრივ სამზარეულოში მარტივად მოამზადებთ. დავიწყოთ!

ინგრედიენტები:

  • 300 მლ ნაღები 35% ცხიმიანობით
  • 6 კვერცხის გული
  • 3 ბანანი
  • 4 ს/კ ტკბილი წითელი ღვინო
  • 1 ლიმონის წვენი
  • 100 გრ წვრილი ყავისფერი შაქარი

სემიფრედო ნაღების ნაყინისგან განსხვავებით განსაკუთრებულ ფუსფუსს არ მოითხოვს. ჰაეროვანი და ელასტიური ცხიმიანი ნაღების წყალობით გამოდის და არა ჰაერით გაჯერებით. მარტივი და გამაგრილებელი დესერტი წაუგებელი მეთოდია სტუმრებზე შთაბეჭდილების მოსახდენად!

მომზადება:

  1. კვერცხის გული, ღვინო და შაქარი ცეცხლგამძლე ჭურჭელში აურიეთ. წყლის ორთქლზე დადეთ და ნარევი სქელი ქაფის მიღებამდე ათქვიფეთ. პროცესი 6-8 წუთს წაიღებს. მიღებული ნარევი ცეცხლიდან გადმოდგით და სრულ გაგრილებამდე გააჩერეთ.
  2. ამ დროში ბანანი ქერქისგან გაასუფთავეთ, წვრილად დაჭერით, დააბლენდერეთ და ლიმონის წვენი დაუმატეთ. ხილი ერთგვაროვანი პიურეს მისაღებად კარგად დააქუცმაცეთ.
  3. ნაღები ფუმფულა მასის მიღებამდე ათქვიფეთ, ბანანის პიურე და კვერცხის გულის და ღვინის ნარევი დაუმატეთ. ერთგვაროვანი მასის მიღებამდე კარგად აურიეთ.
  4. მომავალი დესერტი კერამიკის ან პლასტმასის კონტეინერში ფრთხილად გადაიტანეთ და 40-50 წუთით საყინულეში შეინახეთ. გაყინვის დროს თქვენი მაცივრის სიძლიერეზეა დამოკიდებული.
  5. გასაოცარი ტკბილეული მზადაა! დესერტს გამდნარი შოკოლადი მოასხით, კენკრით, ხილით ან ნუშის ფანტელებით გააფორმეთ. თითებს ჩაიკვნეტთ.

როგორც ხედავთ, რეცეპტი სემიფრედო საკმაოდ მარტივია, მისი გემო პირველივე კოვზიდან შეგიყვარდებათ. ერთი სიტყვით – ღვთაებრივია!

ამ გემრიელი საზაფხული რეცეპტის მეგობრებისთვის სოციალურ ქსელში გაზიარება არ დაგავიწყდეთ. გემრიელად მიირთვით!