თუ ფარში და კარტოფილი მაქვს, მთელი ოჯახისთვის გემრიელ და სწრაფ ვახშამს ვამზადებ

1153

Gastronomia.ge–ს რედაქცია გთავაზობთ გემრიელ და სწრაფ კერძს, რომლითაც მთელ ოჯახს დაანაყრებთ. მთავარია, სახლში ფარში და კარტოფილი გქონდეთ. ძალიან გემრიელი და ნოყიერი კერძი გამოდის.

ინგრედიენტები:

  • 600 გრ კარტოფილი
  • 70 მლ რძე
  • 25 მლ გადმნარი კარაქი
  • 5 გრ მარილი
  • 3 გრ შავი წიწაკა

ტეფტელების ინგრედიენტები:

  • 500 გრ ხორცის ფარში
  • 5 გრ მარილი
  • 3 გრ შავი წიწაკა
  • 3 გრ ცხარე წიწაკა
  • 5 გრ ხმელი ნიორი
  • 1 თავი დაბლენდერებული ხახვი
  • 20 გრ საფანელი
  • 15 გრ ოხრახუში
  • 200 მლ მცენარეული ზეთი შესაწვავად

სოუსის ინგრედიენტები:

  • 50 მლ ზეითუნის ზეთი
  • 150 გრ პომიდვრის სოუსი
  • 3 გრ მარილი
  • 3 გრ ხმელი ნიორი
  • 15 გრ ოხრახუში
  • 100 გრ მოცარელა
  • 15 გრ ოხრახუში

მომზადების წესი:

1. მოხარშული კარტოფილიდან პიურე გააკეთეთ.

2. გამდნარი კარაქი, რძე, შავი წიწაკა და მარილი დაუმატეთ.

3. ყველაფერი კარგად აურიეთ და მართკუთხა საცხობ ფორმაში მოათავსეთ.

4. პიურე მთელ ფორმაში თანაბრად გადაანაწილეთ.

5. სილიკონის ნიჩბით პიურე 6 კვადრატულ ნაწილად გაყავით.

6. ცალკე თასში ფარში მოათავსეთ, მარილი, შავი წიწაკა, ხმელი ნიორი, დაბლენდერებული ხახვი, საფანელი, ცხარე პაპრიკა, წვრილად დაჭრილი ოხრახუში და მცენარეული ზეთი დაუმატეთ.

7. ყველაფერი კარგად აურიეთ და მრგვალი ტეფტელები გააკეთეთ.

8. ტაფა გაზქურაზე დადგით და გააცხელეთ.

9. მცენარეული ზეთი დაასხით და ტეფტელები ორივე მხრიდან შეწითლებამდე შეწვით.

10. მზა შემწვარი ტეფტელები საცხობ ფორმაში კარტოფილის პიურეს დაუმატეთ.

11. ტაფაში ცოტა მცენარეული ზეთი ჩაასხით, პომიდვრის სოუსი, მარილი, ხმელი ნიორი და დაჭრილი ოხრახუში დაუმატეთ.

12. რამდენიმე წუთით თუშეთ. მიღებული სოუსი თითოეულ ტეფტელს მოასხით.

13. ზემოდან გახეხილი ყველი მოაყარეთ და დაჭრილი მწვანილით გააფორმეთ.

14. 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 15 წუთით აცხვეთ.

გემრიელად მიირთვით!