თუ სტუმრების გაოცება გინდათ ეს რეცეპტი აუცილებლად გამოგადგებათ. ქათმის ფილე ღუმელში.

667

ხორცი პომიდვრით, ხახვით, ყველით და სანელებლებით. გამოდის ძალიან გემრიელი და არომატული.

ინგრედიენტები

  • ქათმის ფილე 600გ
  • ხახვი და პომიდორი 1-2 ცალი
  • მოხარშული კვერცხი 3 ცალი
  • წიწაკა, პაპრიკა, სანელებლები
  • მწვანილი
  • ყველი 150გ
  • ნიოირი 2-3 კბილი
  • მაიონეზი 2 სუფრის კოვზი
  • მცენარეული ზეთი 1 სუფრის კოვზი

მომზადება

  1. გარეცხეთ და გააშრეთ ხორცი. დაჭერით წვრილად და დაბეგვეთ.
  2. მოაყარეთ მარილი, წიწაკა, სანელელები, პაპრიკა და წაუსვით ზეთი.
  3. დაასვენეთ 20 წუთი.
  4. დაჭერით ხახვი, პომიდორი და მწვანილი. ბოსტნეულს დაუმატეთ მწვანილი.
  5. დაუმატეთ გახეხილი ყველი, დაჭრილი ხახვი, დაჭყლეტილი ნიორი და მაიონეზი.
  6. მოურიეთ.
  7. ცხიმიან ფორმაზე გადაანაწილეთ ხორცი, ზემოდან მოათავსეთ ბოსტნეულის მიქსი. მოაყარეთ გახეხილი ყველი.
  8. გამოაცხვეთ 200 გრადუსზე 20 წუთი.

გემრიელად მიირთვით!