თურქული მანტები: წყალს კი არ ვადუღებ, უბრალოდ ღუმელს ვრთავ

2913

ჩვენ ხინკალს ვამზადებთ, იტალიელები რავიოლის, თურქებს კი მანტები აქვთ. მას ტომატის პასტასთან, ნიორთან და იოგურტთან მიირთმევენ. მთელი ოჯახის საკმარისი მანტების შეხვევას დიასახლისი რამდენიმე საათს ანდომებს.

“გასტრონომია” გთავაზობთ ხორციანი მანტების გაადვილებული ვარიანტის რეცეპტს. კერძი არანაკლებ გემრიელი გამოდის ორიგინალზე.

ინგრედიენტები

  • 500 გრ ფქვილი
  • 1 კვერცხი
  • 140 მლ წყალი
  • 150 მლ საქონლის ხორცის ბულიონი
  • 500 გრ საქონლის ხორცის ფარში
  • 150 გრ ტომატ პასტა
  • 1 ც ხახვი
  • 30 გრ კარაქი
  • 150 მლ არაჟანი
  • 2 კბ ნიორი
  • ზეთი გემოვნებით
  • მარილი, შავი პილპილი გემოვნებით

მომზადება

1. გაცრილ ფქვილში დაუმატეთ კვერცხი, მარილი, წყალი და მოზილეთ მაგარი ცომი.

2. შეურიეთ ფარშში დაჭრილი ხახვი, მარილი, პილპილი.

3. გააბრტყელეთ ცომი თხლად. დაჭერით კვადრატებად. მოათავსეთ ცენტრში შიგთავსი და შეკარით ისე, რომ შიგთავსი ღია დარჩეს.

4. წაუსვით საცხობ ფორმას ზეთი, მოათავსეთ მანტები, დაასხით ბულიონი. შედგით 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 20 წუთით.

5. ამავდროულად შეურიეთ არაჯანი და გატარებული ნიორი. დაადნეთ კარაქი, დაუმატეთ ტომატ პასტა, გააცხელეთ 30 წამის განმავლობაში. დაუმატეთ გემოვნებით წყალი, მარილი, პილპილი. როცა მასა წამოდუღდება, გადმოდგით.

6. მოასხით ტომატის სოუსი მანტებს და შედგით 10-15 წუთით. შემდეგ მოასხით არაჟნის სოუსი და მიირთვით.

მოამზადეთ სიამოვნებით და გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!