თითქოსდა სწორად ვაკეთებ, მაგრამ ფუნთუშები მშრალი გამოდის. როგორ გამოვაცხოთ ისეთი, როგორც მაღაზიაშია

208

თუ დიდი ხანია გსურთ ცომსაკაზმის მომზადების სწავლა, თითქოსდა საცხობიდან არის, დღევანდელი სტატია დაგეხმარებათ. Gastronomia.ge-ს რედაქცია გასწავლით, როგორ გააკეთოთ ყველაზე გემრიელი ერბოზელილი ცომი. გიამბობთ არა მხოლოდ სწორ პროპორციებზე, არამედ სხვა მნიშვნელოვან ნიუანსებზე, რომლებიც ბევრ დიასახლისს მხედველობიდან რჩება.

ყველაზე გემრიელი ერბოზელილი ცომი

გემრიელი ერბოზელილი ცომის მოსამზადებლად საფუარს, ცომს და სწორად მოზელას ყურადღება უნდა მიაქციოთ. აფუება ცხობის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია. თუ რომელიმე ეტაპს გამოტოვებთ, რბილი და გემრიელი ცომეულის გამოცხობას ვერ შეძლებთ.

ერბოზელილი ცომის რეცეპტი

საფუარის ინგრედიენტები:

  • 0,5 ჭიქა თბილი წყალი
  • 2 ჩ/კ შაქარი
  • 14 გ მშრალი საფუარი
  • 2 ს/კ ხორბლის ფქვილი

მომზადების წესი:

1. გამოცდილი საფუარი გამოიყენეთ. მაგალითად, „საფ მომენტის“ ან „Dr.Oetker”–ის მიერ წარმოებული საფუარი. გაითვალისწინეთ, რომ ყოველ 500 გ ფქვილზე 7 გ მშრალი საფუარი დაგჭირდებათ. ამ რეცეპტში ბევრ ერბოზელილ ცომს ვამზადებთ.

2. დიდ თასში (მინიმუმ 2 ლ მოცულობა) წყალი, შაქარი და საფუარი აურიეთ. წყლის ტემპერატურა მნიშვნელოვანია. სჯობს 37-38 გრადუსამდე შეათბოთ. კარგად აურიეთ, რომ შაქარი და საფუარი გაიხსნას.

3. ახლა ფქვილი დაუმატეთ და კვლავ აურიეთ. თასი თბილ ადგილას გააჩერეთ და 30 წუთით დაასვენეთ. ამ დროში ძლიერ აფუვდება.

ცომის ინგრედიენტები:

  • 500 მლ რძე
  • 90 გ კარაქი
  • 3 ს/კ შაქარი
  • 2 ჩ/კ მარილი
  • 2 კვერცხი
  • 6-8 ჭიქა ფქვილი
  • მცენარეული ზეთი

მომზადების წესი:

1. 6 ჭიქა (ჭიქა=250 მლ) ფქვილი გაცერით. ეს ფქვილი თავად ცომისთვის გვჭირდება. გარდა ამისა, დაგჭირდებათ 100 გრ ფქვილი მოსაზელად და კიდევ ცოტა ცომთან შემდეგი მუშაობისთვის.

2. დიდ თასში 37-38 გრადუსამდე გამთბარი რძე, გამდნარი კარაქი, კვერცხი, შაქარი და მარილი აურიეთ. სათქვეფით კარგად ათქვიფეთ. ნარევს მზა საფუარი დაუმატეთ და კვლავ აურიეთ.

3. თანდათან ნარევს გაცრილი ფქვილი დაუმატეთ. გირჩევთ, რომ პირველი 10 წუთი ცომს სპეციალური საცმის მქონე მიქსერით აურიოთ. ასე ცომის გარეგნობის შეცვლას შეამჩნევთ. ცომი უფრო გლუვი და ელასტიური გახდება. ეს ფქვილის გლუტენით არის გამოწვეული: ის გასივდება და უფრო ბლანტი გახდება.

4. ამ ეტაპზე მიხვდებით, ფქვილი გყოფნით თუ არა. გამოცდილი დიასახლისები, რომლებიც ცომს ხელით ზელავენ, ამბობენ, რომ ცომი იმდენ ფქვილს აიღებს, რამდენიც სჭირდება, მაგრამ მთავარია, არ გადააჭარბოთ.

5. მიქსერით მუშაობის შემდეგ ცომი ზეთწასმულ მაგიდაზე გადაიტანეთ. ზეთი ხელებზე წაისვით და ცომის მოზელა დაიწყეთ. თუ ცომი ხელებზე ან მაგიდას ძლიერ ეკვრის, ცოტა ფქვილი დაუმატეთ. ზოგჯერ რამდენიმე გრამი საკმარისია, რომ საჭირო კონსისტენცია მიიღოთ.

ცომის აფუება

მოზელის შემდეგ მომზადების ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი იწყება. ესაა აფუება, რომლის დროსაც საფუარმა დუღილი უნდა დაასრულოს. პროცესში წარმოიქმნება ნახშირორჟანგი, რომელიც უნდა გაათავისუფლოთ. ამისთვის ცომს ზელავენ.

სწორი აფუება

  1. დავუბრუნდეთ ცომის მომზადებას. დიდ ქვაბს ან თასს მცენარეული ზეთი წაუსვით. თასი ცომზე 3-ჯერ დიდი უნდა იყოს. ცომი ჭურჭელში გადაიტანეთ და პარკი დააფარეთ. თეფში ან სუფთა პირსახოციც გამოგადგებათ.
  2. ცომი 2-2,5 საათით თბილ ადგილას გააჩერეთ. ამისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ ღუმელი, გვერდით ცხელი წყლით სავსე ჭიქა დადეთ. საათში ერთხელ წყალი გამოცვალეთ, ცომი ჩაზილეთ. ამ დროში ცომი მოცულობაში 3-ჯერ გაიზრდება. 2-ჯერ უნდა ჩაზილოთ.

რედაქციის რჩევა: ცომთან მუშაობა

მზა ცომი თასიდან ფქვილმოყრილ მაგიდაზე ფრთხილად გადმოიტანეთ. ძალიან ნაზად მოეპყარით, რომ მისი ჰაეროვანი სტრუქტურა არ დაარღვიოთ. ერბოზელილი ცომი მკვეთრ მოძრაობებს ვერ იტანს. ნიჩბით ან დანით რამდენიმე თანაბარ ნაწილად დაყავით. პირსახოცი დააფარეთ, სანამ ცომის ერთ ნაჭერზე მუშაობთ.

ასეთი ცომიდან მარტივად შეგიძლიათ მოამზადოთ ფუნთუშა, ღვეზელი ან დახურული პეროგი შიგთავსით. მაქსიმალურად ფაფუკი ცომეული რომ მიიღოთ, გამოცხობამდე დაასვენეთ. ასე რომ აფუება როგორც ცომს, ასევე მზა ნაწარმს სჭირდება.

თუ ერბოზელილ ცომთან ადრე არ გიმუშავიათ, ფუნთუშა გააკეთეთ. მთავარია, ერთნაირი ზომის ბურთულები გააკეთოთ. იდეალურ შემთხვევაში სასწორი გამოიყენეთ, რომ წონა გაზომოთ.

მზა ცომეული პერგამენტ დაფარებულ საცხობ ფორმაზე გადაიტანეთ. ცოტა ხნით გააჩერეთ, შემდეგ 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 20-30 წუთით აცხვეთ.

ფუნთუშებს შეგიძლიათ ათქვეფილი კვერცხი წაუსვათ და სეზამი მოაყაროთ. ასევე შეგიძლიათ ცარიელი დატოვოთ, ასე მქრქალი გამოვა. ოღონდ ცხობის შემდეგ გამდნარი კარაქი წაუსვით, რომ ფუნთუშა რბილი და ნაზი გახდეს.

აი, მთელი სიბრძნე დღეისთვის. დარწმუნებული ვართ, რომ ახლა ყველაზე გემრიელ ერბოზელილ ცომს უპრობლემოდ მოამზადებთ.