თევზის ხრაშუნა კატლეტები, რომელიც თევზს აუცილებლად შეგაყვარებთ

933

თვქნ ამ რეცეპტში ვერ მოძებნით ძვირადღირებულ ინგრედიენტებს. ამ კერძის მოსამზადებლად გამოგადგებათ ნებისმიერი სახეობის თევზი. კერძის გემო დამოკიდებულია მისი მომზადების მეთოდზე.

ინგრედიენტები

  • თეთრი თევზის ფილე 1კგ
  • დაფნის ფოთოლი 1 ცალი
  • მარილი
  • სურნელოვანი წიწაკა
  • პური 200გ
  • კვერცხი 2 ცალი
  • ყველი 50გ
  • ხახვი 1 ცალი
  • რძე
  • შავი წიწაკა
  • საფანელი 200გ

მომზადება

1.მოხარშეთ თევზი დაფნის ფოთოლთან და სურნელოვან წიწაკასთან ერთად მარილიან წყალში. პური დაალბეთ რძეში.

2.დააბლენდერეთ ფარში.

3.დაუმატეთ კვერცხი, მარილი, წიწაკა და გახეხილი ყველი. მოურიეთ. გამოწურეთ პური და დაუმატეთ თევზის მასას.

4.წვრილად დაჭერიტ ხახვი. დაუმატეთ ფარშს და მოზილეთ.

5.მასას მიეცით კატლეტის ფორმა, ამოავლეთ საფანელში და შეწვით ორივე მხრიდან.

არ იდარდოთ, რომ კატლატები შიდა მხრიდან კარგად არ შეიწვება. რადგან თევზი უკვე მზად არის, ეს დრო სრულებით საკმარისია.

გემრიელად მიირთვით!