თბილი სალათი არაქისით აღმოსავლურად – ხელმისაწვდომი ეგზოტიკა

1282

მიიჩნევთ, რომ არაქისი მხოლოდ დესერტებში გამოიყენება? ტაილანდელები და ჩინელები საპირისპიროს დაგიმტკიცებენ. პიკანტური თბილი სალათი არაქისით ნამდვილი გასტრონომიული აღმოჩენა გახდება ცხარეს მოყვარულებისთვის. კერძის მთავარი ინგრედიენტი – ტაილანდური ტომ იამის პასტა გახლავთ, რომლის შეძენაც მაღაზიებში არის შესაძლებელი.

კერძის შემადგენლობაში ასევე შედის ბრინჯი. შეარჩიეთ მოგრძო ბრინჯი, რადგან ის მრგვალზე უკეთ იხარშება. გაუმასპინძლდით ამ ეგზოტიკური სალათით სტუმრებს და მიიღეთ უამრავი კომპლიმენტი.

ინგრედიენტები

  • 300 გრ ქათმის ფილე
  • 150 გრ ბრინჯი
  • 20 გრ არაქისი
  • 5 მლ ქუნჯუთს ზეთი
  • 1 ს.კ. ტომ იამის პასტა
  • 30 მლ სოიოს სოუსი
  • 1 ც წიწაკა ჩილი
  • 1 ც ბულგარული წიწაკა
  • 1 ც ხახვი
  • 10 გრ მწვანე ხახვი

მომზადება

  1. დადგით ცეცხლზე 500 მლ წყალი, დაუმატეთ ცოტაოდენი მარილი. ჩაყარეთ გარეცხილი ბრინჯი და მოხარშეთ 12-15 წუთის განმავლობაში. გაავლეთ ცივ წყალში, დაწურეთ.
  2. დაჭერით სიგრძეზე ბულგარული წიწაკა, წიწაკა ჩილი წვრილ კუბებად, ხახვი – ნახევარრგოლებად,  ქათმის ფილე საშუალო კუბებად. დააქუცმაცეთ არაქისი.
  3. შეწვით ქათმის ფილე ქუნჯუთის და მზესუმზირის ზეთში. დაუმატეთ ხახვი და ბულგარული წიწაკა, კიდევ 2-3 წუთის განმავლობაში შეწვით მაღალ ცეცხლზე. მოაყარეთ ბრინჯი, ჩლი და დაუმატეთ ტომ იამის პასტა.
  4. დაუმატეთ 50 მლ წყალი და სოიოს სოუსი, დააფარეთ თავსახური და 4 წუთის განმავლობაში მოთუშეთ. როდესაც ბრინჯი მომზადდება, გადაიტანეთ სასალათეში, ოდნავ გააცივეთ და მოაყარეთ დაჭრილი მწვანე ხახვი და არაქისი.

მოამზადეთ ასეთი კერძი ჩნურ ახალ წელს და გვერწმუნეთ, ის სუფრის ნამდვილი მშვენება გახდება. შეინახეთ ეს რეცეპტი და გაუზიარეთ მეგობრებს!