თათრული ორცხობილა ნიგვზით “ბარმაკ”

1006

“ბარმაკ” თათრულიდან ითარგმნება “თითები”, ამიტომაც ფორმაც შესაბამისი აქვს ამ დესერტს.

ხრაშუნა, მაგრამ ამავდროულად პირში ლღობადი დესერტი, რომელიც ძალიან მარტივად და სწრაფად მზადდება. მის მოსამზადებლად არ დაგჭირდებათ გამაფხვიერებელი და სოდა.

ინგრედიენტები

  • 200გ არაჟანი
  • 25გ კარაქი
  • 250გ ფქვილი
  • 1/3 სუფრის კოვზი მარილი
  • 80გ შაქარი
  • 1 სუფრის კოვზი წყალი
  • 80გ ნიგოზი
  • 2 სუფრის კოვზი შაქრის ფხვნილი

მომზადება

  1. მოვამზადოთ შიგთავსი, დააქუცმაცეთ ნიგოზი, დაუმატეთ შაქარი და წყალი.
  2. ცომის მოსამზადებლად, გამღვალ კარაქს დაუმატეთ არაჟანი, მარილი და ფქვილი.
  3. ცომი უნდა გამოგივიდეთ ელასტიური, მკვრივი.
  4. მიეცით ზეხვიდ ფორმა, დაყავით ნაჭრებად და გააბრტყელეთ.
  5. მოათავსეთ 1 სუფრის კოვზი შიგთავსი და დაახვიეთ რულეტისებურად.
  6. რულეტები მოათავსეთ გამოსაცხობ ფორმაზე. გამოაცხეთ 200 გრადუსზე 30 წუთი.
  7. მზა რულეტებს მოაყარეთ შაქრის ფხვნილი.

გემრიელად მიირთვით!